რომელია იდეალური მამაკაცი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

რომელია იდეალური მამაკაცი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
იპოვეთ შესაფერისი პარტნიორი ზოდიაქოს დახმარებით.

ქალი ვერძი


ცეცხლოვანი ტემპერამენტისა და მამაკაცური ხასიათის მქონეა. ენერგიულია და რთულ საკითხებსაც კი მშვიდად აგვარებს.

შესაფერისი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. ვერძი გაუბედავ კირჩხიბს ენთუზიაზმითა და აქტიურობით მოხიბლავს. მას მოეწონება მისი ამოუცნობი და ექსცენტრიკული ხასიათი.
თევზები-მამაკაცი. მხოლოდ მგრძნობიარე თევზებს შეუძლიათ ვერძის გაგება, მისი ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრება.
შეუთავსებელი პარტნიორები:
ტყუპი-მამაკაცი. თავდაპირველად მათ ერთმანეთის ვნება აკავებთ, მაგრამ ტყუპს ვერძის რაციონალურობა დააფრთხობს.
ლომი-მამაკაცი. თავისუფლების მოყვარე ვერძი ლომის მბრძანებლობას ვერ აიტანს. ლიდერობისთვის ბრძოლა გარდაუვალი იქნება.

ქალი კურო


გემოვნებიანი ქალია. აფასებს სიმდიდრეს და შეუძლია სიმყუდროვის შექმნა. ერთგული პარტნიორია და ნებისმიერი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.

შესაფერისი პარტნიორები:
კურო-მამაკაცი. ორი კურო ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებს. საერთო მიზნები აქვთ და თითქმის არც კი კამათობენ.
კირჩხიბი-მამაკაცი. კურო ქალის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ემოციურად ერთმანეთის მსგავსები არიან. ჰარმონიული კავშირია.

შეუთავსებელი პარტნიორები:
ლომი-მამაკაცი. კუროს ის ზედმეტად მომთხოვნი და ემოციურად შეუსაბამო მოეჩვენება. ამასთანავე, კუროს ცხოვრების წესი ლომისთვის მოსაწყენია.
მშვილდოსანი-მამაკაცი. ცოტა აქვთ საერთო. კუროს სტაბილურობა მოსწონს, მშვილდოსანი ცვალებადი და არასტაბილურია.

ქალი ტყუპი


რომანტიკული და საინტერესოა. სწამს სიყვარულის და შეუძლია ცხოვრებით ტკბობა. უამრავი ნიჭი აქვს და ადვილად უმეგობრდება ადამიანებს.

შესაფერისი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. ორივე მუდმივად სიყვარულის ძიებაშია. ერთმანეთს კარგად გაუგებენ.
სასწორი-მამაკაცი. ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არასდროს მოიწყენენ. იდეალურად ეთავსებიან სექსუალურადაც.

შეუთავსებელი პარტნიორები:
მორიელი-მამაკაცი. მუდმივად ეცდება ტყუპის კონტროლს. დაუსრულებლად მოუწყობს ეჭვიანობის სცენებს.
ქალწული-მამაკაცი. ტყუპს წყობიდან გამოიყვანს მისი სიმშვიდე და უემოციობა.

ქალი კირჩხიბი


ამბიციური და ამავდროულად, კეთილია. მისი მეწყვილე ის გახდება, ვინც მის ინტერესებს გაიზიარებს. ემოციურია და იუმორის გრძნობაც აქვს.

შესაფერისი პარტნიორები:
სასწორი-მამაკაცი. ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს პროფესიაშიც და პირად ცხოვრებაშიც. კირჩხიბს საიმედოობასა და სტაბილურობას მიანიჭებს.
კურო-მამაკაცი. ერთგული და რაციონალური კური ემოციურ კირჩხიბს საუკეთესო პარტნიორობას გაუწევს.

შეუთავსებელი პარტნიორები:
მორიელი-მამაკაცი. ეჭვიანობა და ემოციურობა მათ კავშირს შეუთავსებელს გახდის.
ქალწული-მამაკაცი. ერთმანეთის მიმართ ემოციების გამოხატვა არ შეუძლიათ.

ქალი ლომი


მებრძოლი და ჯიუტია. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

შესაფერისი პარტნიორები:
ტყუპი-მამაკაცი. ლომი მისი სულიერებით მოიხიბლება, ტყუპი კი მის სიჯიუტეს არ მიაქცევს ყურადღებას.
მორიელი-მამაკაცი. ძლიერი, ამაყი ადამიანების კავშირია. ხშირი კამათის მიუხედავად, უერთმანეთოდ ცხოვრება გაუჭირდებათ.

შეუთავსებელი პარტნიორები:
მერწყული-მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს მისი გულისთვის მთების გადააადგილება შეუძლია, ლომი შეუფერებელ წყვილად მიიჩნევს.
თხის რქა-მამაკაცი. თავისუფლების მოყვარე თხის რქა მარტოობას ამჯობინებს, ვიდრე ბედის ლომთან დაკავშირებას.

ქალწული ქალი


უჭირს გრძნობების გამოხატვა. მოსწონს განმარტოება. თუ მამაკაცი მის რთულ შინაგან სამყაროს ამოხსნის, მის გულს მოიგებს.

შესაფერისი პარტნიორები:
სასწორი-მამაკაცი. მგრძნობიარე მამაკაცს ქალწულის ყურადღების მიქცევა არ გაუჭირდება.
თხის რქა-მამაკაცი. ქალწულის უნდობლობა არ აშინებს, მოთმინებით დაელოდება, სანამ ქალწული გულს გადაუშლის.

შეუთავსებელი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. მგრძნობიარე ნიშნები ერთმანეთს საყვედურებითა და წყენით აავსებენ.
თევზები-მამაკაცი. ორივე ნიშანს ნაკლებად გამოსდის საუბრის დაწყება. მათ შორის უმეტყველო კედელი აღიმართება.

ქალი სასწორი


იციან, რა უნდათ და ჯიუტად მიიწევენ სასურველისკენ. ამბიციურები არიან და მხოლოდ საუკეთესოს ანიჭებენ უპირატესობას.

შესაფერისი პარტნიორები:
მშვილდოსანი-მამაკაცი. თავისუფლების მოყვარე ადამიანების ჰარმონიული კავშირია. მშვილდოსანი სასწორს ნიჭიერების გამოხატვაში დაეხმარება, სასწორი კი პერიოდულად მიწაზე დააბრუნებს.
ლომი-მამაკაცი. ორივე ერთგული პარტნიორია. სასწორი მოათვინიერებს ლომს და მის გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.

შეუთავსებელი პარტნიორები:
თხის რქა-მამაკაცი. თვითკმაყოფილ დიქტატორს სასწორი დიდი ხნით ვერ გაუძლებს.
თევზები-მამაკაცი. სასწორი მის ემოციურობას დასცინებს, თევზები კი უხეშობასა და უგულობაში დაადანაშაულებს.

მორიელი ქალი


ეჭვიანი და ვნებიანია. მომავალი პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. მორიელი ის ქალია, ვისაც სექსუალური ფანტაზიების გამომჟღავნების არ ეშინია.

შესაფერისი პარტნიორები:
თხის რქა-მამაკაცი. მომთმენი და ცივსისხლიანი თხის რქის მიმართ მებრძოლ მორიელს სექსუალური თავსებადობაც აკავშირებს.
ლომი-მამაკაცი. ვნებიანი და ძლიერი ადამიანების კავშირია. ლომს მორიელის სექსუალურობა ხიბლავს, მორიელს კი - ლომის გაბედულება და ერთგულება.

შეუთავსებელი პარტნიორები:
მორიელი-მამაკაცი. ორი მორიელის სექსუალურობა მხოლოდ საწოლშია მისაღები. ერთმანეთს ცხოვრებას გაუმწარებენ.
ტყუპი-მამაკაცი. მორიელისთვის ტყუპი ზედმეტად მოსაწყენი და რომანტიკულია.

მშვილდოსანი ქალი


თავგადასავლების მოყვარულია. ისეთ პარტნიორს აირჩევს, რომლის გვერდითაც არ მოიწყენს.

შესაფერისი პარტნიორები:
ვერძი-მამაკაცი. ორივეს უყვარს სიახლეები, ექსპერიმენტები. მათი სურვილებიც და მიზნებიც ემთხვევა.
მერწყული-მამაკაცი. მერწყული მშვილდოსნის სექსუალურ ცხოვრებას ნათელი ფერებით გაახალისებს. მათ საერთო ინტერესებიც აქვთ.

შეუთავსებელი პარტნიორები:
კურო-მამაკაცი. ექსპერიმენტატორ მშვილდოსანს სტაბილური, ოჯახური ჰარმონიის მოყვარული კურო ვერასდროს გაუგებს.
ქალწული-მამაკაცი. ქალწულს უყვარს წესრიგი და ჩამოწერილი გეგმის მიხედვით ცხოვრება. მშვილდოსანი კი დღევანდელი დღით ცხოვრობს.

თხის რქა ქალი


ამბიციური და შრომისმოყვარეა. მოთმინებითა და სწორი გათვლით მუდამ აღწევს სასურველს.
შესაფერისი პარტნიორები:
თევზები-მამაკაცი. პრაგმატულ თხის რქას თევზებში რომანტიკულობა და ღრუბლებში ფრენა მოსწონს.
ქალწული-მამაკაცი. მათ კავშირში ნაკლები ვნებათაღელვაა, მაგრამ ერთად სასურველი მიზნების განხორციელებას შეძლებენ.

შეუთავსებელი პარტნიორები:
ლომი-მამაკაცი. თხის რქა მუდამ საქმეებშია, ლომს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს.
ვერძი-მამაკაცი. თხის რქა ვერძს საიმედო პარტნიორად ვერ აღიქვამს.


მერწყული ქალი


შემოქმედებითი და ექსტრავაგანტური ნატურაა. მუდამ მზადაა სიახლეებისთვის.
შესაფერისი პარტნიორები:
სასწორი-მამაკაცი. ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით. იდეალური კავშირია, როგორც სექსუალურ, ისე ცხოვრებისეულ საკითხებში.
ტყუპი-მამაკაცი. ინტელექტუალი ტყუპი და შემოქმედებითი მერწყული ერთად არასდროს მოიწყენენ.

შეუთავსებელი პარტნიორები:
მორიელი-მამაკაცი. ეჭვიან მამაკაცს, რომელიც საყვარელი ქალის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს, მერწყული დიდხანს ვერ გაუძლებს.
თევზები-მამაკაცი. თევზები მუდმივ ყურადღებას მოითხოვენ პარტნიორისგან. მერწყული პირადი თავისუფლების შეზღუდვას არავის აპატიებს.


თევზები ქალი


ემოციური და მგრძნობიარე ნიშანია, არტისტული და ინტუიციური. მეოცნებეა და საკუთარი თავის რწმენა აკლია.

შესაფერისი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. რბილი ხასიათის, მზრუნველი კირჩხიბი თევზების იდეალური პარტნიორი იქნება. მათი კავშირი ნამდვილ სიყვარულზე იქნება დაფუძნებული.
თხის რქა-მამაკაცი. რომანტიკულ და ქალურ თევზებს თხის რქა მაგნიტივით იზიდავს. მის მიმართ თხის რქა ერთგული და მზრუნველი იქნება.

შეუთავსებელი პარტნიორები:
ტყუპი-მამაკაცი. ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი აქვთ. ერთმანეთს ვერ გააბადნიერებენ.
მამაკაცი-სასწორი. სასწორთან ერთად მუდამ საზოგადოებასა და მხიარულ წვეულებებზე ყოფნას თევზები ვერ შეძლებს.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93