20-26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

20-26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
მშვიდი და პოზიტიური კვირა გველის. თუმცა, მცირე სიფრთხილე და დაკვირვება მაინც არ გვაწყენს.

20-25 აგვისტო კარგი პერიოდია დიპლომატიური და დელიკატური საკითხების მოსაგვარებლად, იურიდიულ საკითხებში გასარკვევად. თუმცა, 23 აგვისტოს არაფერი მნიშვნელოვანი (მოლაპარაკება, მგზავრობა) არ დანიშნოთ.

23 აგვისტოს მზე ლომის ზოდიაქოდან პრაქტიკული და ანალიტიკური ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სადაც თითქმის ერთ თვეს გასტანს. ეს არის პერიოდი, როცა ჩანაფიქრები პრაქტიკულად უნდა განახორციელოთ.

31 აგვისტომდე ასტროლოგიური კონფიგურაცია ხელს შეგიწყობთ, განავითაროთ დაწყებული პროექტები. მივაღწიოთ საკუთარ მიზნებს, მაგრამ სიფრთხილესა და დაკვირვებულობას ნუ დაივიწყებთ.

26 აგვისტოს სავსემვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში. ემოციურად დატვირთული დღე გველის, თუმცა, კონსტრუქციული. იყავით ყურადღებით ფაქტებისადმი. შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები მიიღოთ, მაგრამ მათი განხორციელება 28 აგვისტოს შემდეგ დაიწყეთ, როცა მარსი (27 აგვისტო) რეტროგრადულიდან დირექტიულ სვლაში გადავა.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93