როგორი იქნება ოქტომბერი.
ვერძი
პოზიტიური თვე გელით. სარფიან საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კარგი პერიოდია დაოჯახებისთვის. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი, ზოგჯერ მსხვერპლიც უნდა გაიღოთ. თვის მეორე დეკადაში ახალი იდეები თავად, სხვების დახმარების გარეშე უნდა განახორციელოთ.
კურო
ოქტომბერში მშვიდად უნდა იმოქმედოთ, მაგრამ უნდა მიხედოთ საქმეებს, ჯანმრთელობას, რუტინას. 8 ოქტომბრამდე უფროსს გააცანით თქვენი იდეები, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. 8-13 ოქტომბრის შუალედში ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. თვის ბოლოს ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების გამო.
ტყუპი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების, პოზიტიური ცვლილებების თვე გელით. 8-12 ოქტომბრის შუალედში მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ გამონათქვამები. შეიძლება ვიღაცამ განზრახ ჩაგითრიოთ ინტრიგებში, საიდუმლო გეგმაში. თვის ბოლოს უნდა შეასრულოთ დანაპირები, დაასრულოთ დაწყებული პროექტები.
კირჩხიბი
ისეთი საქმეები მოაგვარეთ, სადაც თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობთ. 8 ოქტომბრიდან ხშირად შეხვდით ახლობლებს, გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მოიმატებს თქვენი სექსუალური მიზიდულობა. 14-20 ოქტომბრის შუალედში პარტნიორის (სასიყვარულო და საქმიანი) მხარდაჭერით იმოქმედეთ. თვის ბოლოს მოიმატებს ვნებიანობა.
ლომი
პოზიტიური ურთიერთობების, შეხვედრების, მგზავრობის პერიოდია. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, განავითარეთ საქმიანი კავშირები. 13 ოქტომბრიდან მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. შეიძლება გართულდეს საქმეების მოგვარება. იზრუნეთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე.
ქალწული
ვალდებულებებისა და საქმეების შესრულების თვე დაგიდგათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ისეთ პროექტებს მოკიდებთ ხელს, რომლებიც წარმატების გარდა, ფულსაც მოგიტანთ. თვის მესამე დეკადაში საკუთარი სიმართლის დამტკიცება ხშირად კამათით მოგიწევთ.
სასწორი
აქტიური და ყურადღების ცენტრში ხართ. სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 8-12 ოქტომბრის შუალედში მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები. 13 რიცხვიდან მეტი დრო დაუთმეთ საქმეების გაუმჯობესებას. შეიძლება რთული არჩევანის წინაშეც აღმოჩნდეთ.
მორიელი
თვის დასაწყისში არასტაბილური ენერგეტიკული პერიოდი გაქვთ. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება სამსახურში. აგრეთვე, საყვარელ ადამიანთან, სამართლდამცველებთან. 13-20 ოქტომბრის შუალედში იზრუნეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. თვის ბოლოს მოიმატებს კონკურენცია და კონფლიქტები.
მშვილდოსანი
ჰარმონიული ოქტომბერი გელით. შეხვედრების, ურთიერთობების თვეა. მოგინდებათ ცოდნის გაღრმავება, თვალსაწიერის გაფართოება. 9-დან 13 რიცხვამდე მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ. ტრავმული, ავარიული და ჯანმრთელობის გაუარესების პერიოდია. 13-20 ოქტომბრის შუალედში მოგინდებათ ქველმოქმედება, გაგიმძაფრდებათ ინტერესი მისტიკისადმი.
თხის რქა
თვის დასაწყისი საკმაოდ ნაყოფიერია. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 8-12 ოქტომბრის შუალედში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თვის ბოლოს სამართლიანობისთვის მოგიწევთ ბრძოლა. შეიძლება გარშემო მყოფების პრობლემების მოაგვარებაც თქვენ დაგავალონ.
მერწყული
მშვიდი და პოზიტიური თვე გელით. კარგი დღეა სწავლისთვის, სულიერი განვითარებისთვის. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, იმოგზაურეთ. 8-დან 13 ოქტომბრამდე მოერიდეთ ავარიულ სიტუაციებს, სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. 14-20 ოქტომბრის პერიოდში შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ.
თევზები
ოქტომბერი თქვენთვის ტრანსფორმაციების პერიოდია - ცვლილება გელით ცხოვრებაში, პარტნიორთან მიმართებაში. კარგი პერიოდია 8 ოქტომბრამდე. 9-დან 13 რიცხვამდე მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, სიჩქარის გადაჭარბებას საჭესთან. თვის ბოლო დეკადაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდება.