ოქტომბრის მზე თავის ჯერ კიდევ თბილ, ოქროსფერ სხივებს უხვად გადმოგაფრქვევთ. ,,შემოდგომის დეპრესია“, რომელიც ასე ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თქვენ არ გემუქრებათ. ვარსკვლავები ენერგიით სავსე თვეს გიწინასწარმეტყველებენ.
გამოავლენთ თავდაჯერებულობასა და შრომისმოყვარეობას. თქვენი სამოტივაციო ფრაზები, რომლებიც მეგობრებისა და კოლეგებისთვის არ დაგენანებათ, პოზიტივს შეიტანს ყველას ცხოვრებაში.
ამ თვეს თქვენში დაითრგუნება ყოველგვარი ეგოიზმი და მხოლოდ კოლექტიური კეთილდღეობისთვის იმოქმედებთ. თქვენი მიზანი იქნება, ჰარმონია და ურთიერთგაგება დაამყაროთ ირგვლივ.
როგორც იქნა, იპოვით იმასაც, რასაც დიდხანს ეძებდით - შინაგან ბალანსს. მოახერხებთ, ოსტატურად შეერწყას გარე და შიდა სამყაროები. აღმოაჩენთ, რომ ისწავლეთ თავის გამოვლენაცა და დაცვაც, შეგიძლიათ, ადამიანებს დაანახოთ, ვინ ხართ და რა მიზანი გამოძრავებთ.
ფინანსური კუთხით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ!
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პრობლემები არც პირად ფრონტზე შეგაწუხებთ. თითქმის მთელი ოქტომბერი ინავარდებთ ვნებასა და სიყვარულში. მაშინაც კი, როცა წლები გაატარეთ თქვენი პარტნიორის გვერდით, დაუოკებელ მიზიდულობას იგრძნობთ - თითქოს, პირველად ეხვევით და კოცნით... მისი სხეული ამოსახსნელი საიდუმლოა და უარს ვერ იტყვით ამ ეროტიკულ თავგადასავალზე.
თვის ბოლოს მიდრეკილი გახდებით ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიისკენ.
საჭირო გახდება, როგორც ხავსი ლამაზი ბაღიდან, ისე მოიშოროთ შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია გწამლავენ, თქვენ კი თავაზიანობის ან საერთო მოგონებების გამო მათთან ურთიერთობას არ წყვეტთ. გაგრძელება