მართალია, "ყველა კაცი ერთნაირი არ არის", როგორც ამას ქალები ირწმუნებიან, მაგრამ ყველა მათგანს ნამდვილად აერთიანებს ერთი რამ: მამაკაცებისთვის სიყვარული და სექსი სხვადასხვა ცნებაა - შესაძლოა, სიყვარული მოიცავდეს სექსსაც, მაგრამ სექსი იშვიათად მოიცავს სიყვარულს. იმისთვის, რომ კაცებმა სასურველი ქალი ხელში ჩაიგდონ და ჟინი დაიკმაყოფილონ, ტყუილებსა და ლამაზ სიტყვებს არ იშურებენ. ამ სტატიის დახმარებით გაარკვევთ კაცს, რომელთან ურთიერთობაც გაქვთ, რა ინტერესი ამოძრავებს.
ვერძი
თუ ვერძს უყვარხართ, წუთით არ მოგშორდებათ გვერდიდან: სამსახურიდან პირდაპირ თქვენთან გამოიქცევა; გთხოვთ, წაჰყვეთ წვრილ-წვრილი საქმეების მოსაგვარებლად. თქვენი ჰობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს. ასევე ცნობისმოყვარე, პატარა ბავშვივით დაგისვამთ უამრავ შეკითხვას ჩავლილი დღის შესახებ.
თუ ვერძს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, პარალელურად სხვა ქალებსაც მისწერს და შეხვდება, მათთან ფიზიკურ სიახლოვესაც არ მოერიდება. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ ქალური ინტუიციით აუცილებლად მიხვდებით. ასევე შეგიძლიათ, ერთმანეთთან ლოგიკურად დააკავშიროთ მისი ქცევები, ფაქტები და საეჭვო გარემოებები. შეისწავლეთ მამაკაცის სოციალური გვერდიც (ხშირად ინფორმაციის კარგი წყარო აღმოჩნდება ხოლმე).
კურო
თუ კუროს უყვარხართ, თავის რუტინაში ჩაგრთავთ - ეს ალბათ უინტერესოდ და არარომანტიკულად ჟღერს, მაგრამ კუროსთვის თავისი დღის რეჟიმი ყველაფერზე მნიშვნელოვანია და, თუ თქვენთვის მისი გაზიარება დაიწყო, გამოდის, უძვირფასესი გახდით. მეორე ეტაპზე კურო თავისი გეგმების თქვენზე მორგებას დაიწყებს, რომ თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ და თქვენი საქმე არ დააზარალოს.
თუ კუროს თქვენთან სექსის გარდა, არაფერი სურს, მხოლოდ თავისუფალ დროს დაგითმობთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოძებნის განრიგში ადგილს სპეციალურად თქვენთან შეხვედრისთვის. ასევე, აშკარად დაიცავს თქვენ შორის დისტანციას, არ გადაგიშლით გულს და პირად სივრცეში არ შეგიშვებთ.
ტყუპი
თუ ტყუპს უყვარხართ, თქვენთან არ მოსწყინდება და თავგადასავლების ძიებას სხვაგან არ დაიწყებს - მეგობრებთან გაქცევის ნაცვლად, თქვენთან დარჩება ან თავისი სამეგობრო წრის სრულფასოვან წევრად გაქცევთ.
თუ ტყუპს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, დაავიწყდება დარეკვა, დაგიგვიანებთ მესიჯზე პასუხებს, მილიონ მიზეზს იპოვის, რომ არ შეგხვდეთ ხშირად. თუ საზოგადოებაში ერთად მოხვდებით, სწრაფად გაქრება თქვენი თვალსაწიერიდან და სხვა ადამიანებთან გააბამს დიალოგს ისე, თითქოს თქვენ არც არსებობთ.
კირჩხიბი
თუ კირჩხიბს უყვარხართ - გაგაღმერთებთ, თავს სამყაროში ყველაზე სასურველ და განსაკუთრებულ ქალად გაგრძნობინებთ. მის დედოფლად გადაიქცევით, რომელსაც ხელისგულზე ატარებს! აუცილებლად მოუყვება დედას თქვენ შესახებ და ახლო მომავალში გაგაცნობთ კიდეც. ავად თუ გახდებით, სასწრაფოდ მოგაკითხავთ! არც ბულიონის მომზადებას დაიზარებს და არც აფთიაქიდან წამლების ამოტანას.
თუ კირჩხიბს მხოლოდ სექსი უნდა, პერიოდულად ისეთ სიცივეს გამოავლენს, თითქოს საერთოდ არ აინტერესებთ და უცხო ხართ მისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, ზუსტადაც უცხო ხართ, რადგან თავის ჯავშანს მხოლოდ იმ ადამიანებთან იხსნის, რომლებიც ნამდვილად უყვარს.
ლომი
თუ ლომს უყვარხართ, თქვენთან თავს კომფორტულად იგრძნობს და აღარ მოუწევს ძალიან დიდი დროის ხარჯვა გარეგნობაზე. მის საფულეში ყოველთვის იქნება გადანახული თანხა თქვენი საჩუქრისთვის. ლომი მხოლოდ იმ ქალისგან აიტანს მოზომილ საყვედურს, რომელთანაც ღრმა ემოციური კავშირი აქვს. სხვა შემთხვევაში სიამაყე სძლევს.
თუ ლომს მხოლოდ ვნებას აღუძრავთ, თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად ტყავიდან ამოძვრება, ძვირად ღირებულ სათვალეს და საათს გაიკეთებს, გამოეწყობა ისე, თითქოს მოდების ჩვენებიდან ეს-ესაა გამოვიდა. თუ ფული არ აქვს, ისესხებს და მაინც ძვირად ღირებულ კაფე-ბარში დაგპატიჟებთ.
ქალწული
თუ ქალწულს მხოლოდ სექსი სურს, თვალს დახუჭავს თქვენს ცუდ ჩვევებზე: ფრჩხილების კვნეტაზე, სიგარეტზე, საზოგადოებრივ ადგილებში საღეჭი რეზინის გაბერვასა და გახეთქვაზე და ა.შ. მაშინ, როცა შეყვარებული ქალწული აუცილებლად შენიშვნებით აავსებს პარტნიორს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფიქრობს: "რატომ დავხარჯო დრო ამ ადამიანის აღზრდაზე, როცა მასთან დარჩენას მაინც არ ვაპირებ?"
თუ ქალწულს უყვარხართ, იბრძოლებს იმისთვის, რომ ყველა ნაკლი გამოგასწორებინოთ. თუ თქვენთან მიმართებაში შეცდომას დაუშვებს, აუცილებლად გთხოვთ პატიებას. ის დააფასებს თქვენს ინტელექტსა და შესაძლებლობებს, არა სიტყვით, არამედ საქმით. ქალწული საზოგადოებაში ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ წყვილი ხართ და არა მეგობრები.
სასწორი
თუ სასწორი მხოლოდ ისეთ სიტუაციებში გხვდებათ, სადაც გამოპრანჭული უნდა მიხვიდეთ და კომპლიმენტებს მხოლოდ გარეგნობასთან დაკავშირებით გეუბნებათ, დიდი ალბათობით, მას თქვენი სურვილი კლავს. ასევე, თუ ამჩნევთ, როგორ გაურბის თქვენი მკერდისა და უკანალისკენ თვალი - ვნების ალში იწვის! ზაფხულში ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, მას შეუძლია, უბრალოდ, ზღვაზე ან აუზზე წაგიყვანოთ და თქვენი ფორმების მშვენიერებით დატკბეს. საქმე ისაა, რომ სასწორი ესთეტია... უყვარს, როცა ლამაზ ადგილებს, ნივთებს და ადამიანებს უთმობს დროს.
თუ სასწორს უყვარხართ, არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, რა გაცვიათ და როგორ გამოიყურებით. თმას თავისივე ხელით აგიჩეჩავთ და მაკიაჟსაც მოგაშორებთ. მისთვის პრიორიტეტული ხდება თქვენი სული და არა გარდერობი.