2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი ვერძისთვის

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი ვერძისთვის
4 ოქტომბრამდე, შესაძლოა, ურთიერთობა დაგეძაბოთ უფროსთან ან სტრესის ქვეშ მოგიწიოთ მუშაობა. ასევე, იკამათებთ მეორე ნახევართან. მოგეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი ცხოვრებას გირთულებთ. იცოდეთ, რეალურად ის გეხმარებათ. გამოიჩინეთ მადლიერება.
თქვენს ეგოს უფლება არ მისცეთ, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაგაკარგვინოთ.


ამბობენ, ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამსო. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მოერიდეთ რისკს! ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმეში, არ გააფორმოთ კონტრაქტი არასაიმედო პარტნიორთან ან კომპანიასთან, რომლის შესახებაც სრულ ინფორმაციას არ ფლობთ.

8 ოქტომბრიდან მოიმატებს თქვენი შინაგანი ძალა, რაც საშუალებას მოგცემთ,
შიში დაძლიოთ და საკუთარ თავთან გამართული კონფლიქტიც დაასრულოთ.

12 ოქტომბრიდან თავდაჯერებული გახდებით. ამიტომ ყველა გეგმას განახორციელებთ და წინსვლას შეძლებთ.

16 ოქტომბერს შეგეხმიანებათ ძველი მეგობარი ან ყოფილი შეყვარებული. თქვენი საუბარი უსიამოვნო იქნება. ეცადეთ, მოსალოდნელ სტრესს იუმორით გაუმკლავდეთ. თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს მკვეთრი რეაქცია ექნება ყოფილი შეყვარებულის გამოჩენაზე, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოთ - უყვარხართ და ამიტომ ეჭვიანობს. დაარწმუნეთ საყვარელი ადამიანი, რომ სანერვიულო არაფერია და დაძაბულობაც მალევე ჩაივლის. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93