მეგობრების უნდა გვჯეროდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოლას აზრი არ აქვს. მამრობითი სქესისთვის ძმაკაცობა (ე.წ. ძმადნაფიცობა) დიდი ხნის განმავლობაში უწმინდეს კავშირად ითვლებოდა. ამ შეხედულების სასიამოვნო და გარომანტიზებულ გადმონაშთს დღესაც ვხვდებით. მიუხედავად ამისა, მამაკაცებო, ნურავის ენდობით ბრმად.
აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი“ გემახსოვრებათ, ალბათ. პოემის მთავარი პერსონაჟი ბათუც ვერ წარმოიდგენდა, რომ საფარ-ბეგი, ძმადნაფიცი ცოლს გაუუპატიურებდა. ვერც რომანის ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისის“ პერსონაჟი დიკი იფიქრებდა, ჩემს ცოლსა და ძმაკაცს ერთმანეთი შეუყვარდებათო. თუ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ,,გამზრდელი“ მხოლოდ პოემაა, ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ კი - რომანი, ძალიან ცდებით. ლიტერატურა და პოეზია ოდითგანვე რეალობას ასახავდა და ცდილობდა, მკითხველისთვის არსებული მანკიერებები დაენახებინა.
მამაკაცებო, გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელთანაც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ:
ტყუპები
ვერ ვიტყვით, რომ ამ ნიშნით დაბადებული კაცები ბოროტები არიან ან სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება სურთ. პირიქით, ტყუპებმა კარგი მეგობრობა შეიძლება გაგიწიონ. ისინი არ დაგტოვებენ გასაჭირში და არასდროს მოგიხურავენ ცხვირწინ კარს, თუ ღამით სახლის კართან მიადგებით. ტყუპის ნაკლი ისაა, რომ მექალთანეა - ძალიან მოსწონს, როცა ქალების ყურადღების ცენტრში ექცევა; როცა აგრძნობინებენ, რომ საინტერესო და სასურველია. ამ ნიშნის ხალასი ბუნება, დახვეწილი იუმორი, ნიჭი იმისა, გაერთოს იქ, სადაც სხვა მოიწყენდა, ქალების გულის კარს აღებს... ამ ქალებში თქვენი ცოლიც შეიძლება აღმოჩნდეს. ტყუპებს მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება და აღვირახსნილი ფანტაზია აქვთ, რითაც თქვენს ცოლს საღი გონებით განსჯის უნარს დააკარგვინებენ.
სასწორი
სასწორის მიზანი თქვენი ოჯახის დანგრევა არ არის. ყველაფერში დამნაშავეა მისი ქარიზმა, გალანტურობა, რომანტიკოსობა და ქალთან სწორად საუბარის უნარი... დიახ, სასწორებმა იციან, როგორ შეარჩიონ სწორად სიტყვები იმისთვის, რომ ქალის ნდობა მოიპოვონ, დააინტერესონ, გამოიწვიონ და აიყოლიონ ის. მართალია, სუსტი სქესის მოსახიბლად სასწორი თავის იარაღს ხშირად გამიზნულად იყენებს, მაგრამ არა ძმაკაცის ცოლთან. ამ შემთხვევაში ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება: ქალი მახეში ებმება, სასწორს კი უბრალოდ არ შეუძლია უარი უთხრას მშვენიერ არსებას, რომელსაც დაღამებამ ბობოქარი სურვილები გაუჩინა. თუ გსურთ, რომ ცოლს შეცდომა აარიდოთ, ნუ დატოვებთ სასწორ ძმაკაცსა და ქალს განმარტოებით, მით უმეტეს, ღამით. განაგრძეთ კითხვა