გაინტერესებთ, რას გეტყოდათ თქვენი ყოფილი შეყვარებული?
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ვერძია...
ყველა სევდიან სიმღერას მოვუსმინე, რასაც კი ოდესმე უარსებია. ზედმეტად ჯიუტი და ამაყი ვარ იმისთვის, რომ შენთან მოვიდე... ცოტა რომ მოგენდომებინა, დღეს ერთად ვიქნებოდით.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ტყუპია...
ჩემი ერთი ნახევარი ჯერ კიდევ შენკენ მოილტვის... ამოწმებს შენს სოციალურ ქსელს, ათვალიერებს ფოტოებს და ჩუმად ოცნებობს შენთან შეხვედრაზე, მაშინ, როცა მეორე ნახევარს ახალი სასიყვარულო თავგადასავლები სწყურია და შესაბამისადაც იქცევა.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული კირჩხიბია...
საოცარია, როგორ შეიძლება დაივიწყო მოვლენები, რომლებიც ოდესღაც შენთვის ცოტათი მაინც იყო მნიშვნელოვანი. ყველა საერთო მოგონება ნელ-ნელა გაიცრიცა და ბოლოს ისე აორთქლდა, თითქოს არასდროს უარსებია. ისე კარგად, როგორც ახლა, არასდროს მიგრძვნია თავი - შენ გვერდითაც კი. მადლიერი ვარ ერთად გატარებული თვეებისთვის... და მიხარია, რომ დროულად გაიყო ჩვენი გზები. ბედნიერებას გისურვებ!
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ლომია...
ალბათ, სიცოცხლის ხალისი გერთმევა, როცა აცნობიერებ, რა დაკარგე. რას იზამ, ცხოვრებაში ერთი საბედისწერო შეცდომა ყველას მოსდის. ნამდვილად აღარ მჭირდები და არ მენატრები, დიდი ხანია ცხოვრება გავაგრძელე. თავიდან განვიცდიდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შენთვის ცრემლების ღვრა დიდი სისულელეა.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული ქალწულია...
მე დრამების გარეშე ვცხოვრობ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა დრო და ენერგია უაზროდ არ უნდა ხარჯოს. შეგეძლო გქონოდა ურთიერთობა, რომელშიც სრული სიმშვიდე სუფევს, მაგრამ არჩიე ქაოსი და გაურკვევლობა. ოდესმე ოჯახს შევქმნი და ქორწილზე დაგპატიჟებ. კარგ საჩუქარს ველოდები, მგონი, ვიმსახურებ.
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული სასწორია...
მე შემეძლო დაუსრულებლად მესაუბრა შენთან ყველა თემაზე... ერთ დღეს კი მივხვდი, რომ ლაპარაკი შევწყვიტეთ და ვიგრძენი, დასასრული ახლოვდებოდა. დედამიწაზე რაიმე რომ არსებობდეს უსასრულო, ეს უსათუოდ ჩვენი სიყვარული იქნებოდა, მაგრამ რადგან წამიერია თავად სიცოცხლე, უფლება არ გვაქვს, დავიჩივლოთ! მიხარია, რომ ორივეს დაგვრჩა ტკბილი მოგონებები. მოდი, ცუდ მომენტებს ნუ გავიხსენებთ! განაგრძეთ კითხვა