რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანებები იბადებიან ამ ნიშნით?

რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანებები იბადებიან ამ ნიშნით?
2019 წლის პირველ იანვარს ღორი შემოღრუტუნდება ჩვენს ცხოვრებაში. ღორი მმართველი ნიშანი იყო 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007 წლებშიც.
ღორის წელში დაბადებულები რაინდული თვისებებით, გულისხმიერებითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღორი ძალიან დიდსულოვანი და კეთილია. ამავდროულად, - გულუბრყვილო და მიმნდობი, ამიტომ იმავეს მოელის სხვისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ხშირად ატყუებინებს სხვებს თავს, ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ეგუება. მას იშვიათად ახასიათებს ვინმესთან შეჯიბრის ან ქიშპობა.

ვერძი ღორი - სიცოცხლისმოყვარული, ოპტიმისტი
და მხიარული ადამიანია. ვერძ-ღორს ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა ახასიათებს. მას არ უყვარს საკუთარი აზრის შეცვლა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე დაუმტკიცებს, რომ ცდება.

კურო ღორი - იგი იმ ადამანთა რიცხვს მიეკუთვენება, ვინც თავის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს. კურო-ღორი კარგი ფინანსისტი და მუყაითი მშრომელია. მას შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს თავაუღებლად, მისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული საარსებო გარემოს შესაქმნელად.

ტყუპი ღორი - მოუსვენარი, ცვალებადი და საკმაოდ პრეტენზიული ნატურაა. ტყუპი-ღორი გამუდმებით ცდილობს წონასწორობის დაცვას ოჯახსა და პროფესიულ ინტერესებს შორის, თუმცა, როგორც წესი, ორი კურდღლის დევნაში ხშირად ვარდება ნევროზულ მდგომარეობაში, რაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უძაბავს.

კირჩხიბი ღორი - იშვიათი კომბინაციაა, რომელიც სასიამოვნო და უკონფლიქტო პიროვნებას აყალიბებს. კირჩხიბი ღორი ერიდება გაუგებრობებსა და ჩხუბს. დაბადებიდან მეოჯახე და მზრუნველი, ცხოვრების აზრს შვილებსა და მეუღლეში ხედავს.

ლომი ღორი - ამბიციური, შრომისმოყვარე და კარგი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოებული ნიშანია. ის ხშირად ახერხებს ცხოვრებისეული მიზნების ასი პროცენტით შესრულებას. ამ ადამიანს კარგად ეხერხება უფროსობა და კოლექტიური საქმის კეთება. ისე, რომ თანამშრომლების მხრიდან პატივისცემა და მოწიწება არ დაკარგოს.

ქალწული ღორი - საკმაოდ რთული კომბინაციაა, რომელიც მარტოსულ, მაგრამ დამოუკიდებლობის მოტრფიალე პიროვნებას აყალიბებს. ქალწული ღორი, ხალხმრავლობას გაურბის, თუმცა მას აუცილებლად ესაჭიროება გვერდით კერთგული პარტნიორი, რომელსაც საკუთარ მისწრაფებებს გაუზიარებს.

სასწორი ღორი - ხშირად ნიჭიერი, მაგრამ განსაკუთრებულ ამბიციურობას მოკლებული ადამიანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ რაიმე გამორჩეული ტალანტით დააჯილდოვა, იშვიათად ცდილობს მის რეალიზებას და ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. გაგრძელება


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93