TOP 4 ნიშანი, რომლის ხუმრობებზეც ჩაბჟირებამდე იცინიან

TOP 4 ნიშანი, რომლის ხუმრობებზეც ჩაბჟირებამდე იცინიან
ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ადამიანები, რომლებიც გულიანად გვაცინებენ. მათ ყველგან ვეძახით: დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე, ქორწილებზე. ისეთ დღეებშიც კი გვახსენდებიან, როცა არავის დანახვა არ გვსურს, რადგან ვიცით, რომ განწყობას აგვიმაღლებენ. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ხუმრობებზეც ყოველთვის ჩაბჟირებით ვხარხარებთ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

ტყუპი

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ხუმრობა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია! ძალიან მოსაწყენ გარემოსაც კი სახეს უცვლის და ისე გაამხიარულებს, ვერავინ მიხვდება, რომელი ჯადოქრობით მოახერხა ყველას შემეგობრება-ახარხარება. მას შეუძლია ადამიანი სიცილისგან ცრემლებამდეც კი მიიყვანოს.


კირჩხიბი

კირჩხიბებს ინტელექტუალური ხუმრობები სჩვევიათ.
მათთვის დამახასიათებელია ე.წ. მრავალდონიანი იუმორი, რომელსაც შესაძლოა ყველა ვერ ჩასწვდეს, მაგრამ გონებრივად დაწინაურებულ სამეგობრო წრეში სწორედ მისი დახმარებით ხდება კამპანიის გული - შეუცვლელი ადამიანი. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებს პერიოდულად მელანქოლია აწვებათ, მაგრამ თუ კარგ განწყობაზე არიან, არ მოგაწყენთ. გონება კრეატიულად და სწრაფად უმუშავებს, ამიტომ ხუმრობების მოფიქრება ყოველდღიურ წვრილმანზეც შეუძლია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93