სასაცილოა, მაგრამ სექსუალური საცვლების მაღაზიაში შესვლამდე ოდნავ აღელვებულები ჯერაც აქეთ-იქით ვიხედებით. განსაკუთრებით მაშინ, თუ გათხოვილები არ ვართ - მეზობლის ქალმა არ დაგვინახოს და ჭორაობა არ დაიწყოს.
ეგ კი არა, მინახავს გოგონები, რომლებიც გამყიდველსაც სირცხვილით არიდებენ თავს და სხვა კლიენტებსაც, თითქოს მათ პატიოსნებაში ეჭვი ეპარებოდეთ. წარმოგიდგენთ 6 ნიშანს, რომლებსაც უფლება არ აქვთ, სექსუალური საცვლის ტარების რცხვენოდეთ, რადგან ყველაზე მეტად უხდებათ:
1. ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ქალის შინაგან ცეცხლს სამოსშივე შენიშნავთ, თუმცა საცვლები - განსაკუთრებით, წითელი გიპიურით გაწყობილი - საოცარ ქარიზმას მატებს.
2. ტყუპები
ტყუპებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც მუქი კანი აქვს ან რეგულარულად იღებს მზის აბაზანას და შავდება - ყვითელი საცვლები უხდებათ. მამაკაცი უძლურია მათი ეშხის წინაშე.
3. კირჩხიბი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ულამაზესი მკერდი და საჯდომი აქვთ, რასაც კარგად აჩენს სწორად შერჩეული დიზაინის და თეთრი ფერის საცვლები. გაგრძელება