რატომ არ გვტოვებს პარტნიორი, თუ აღარ ვუყვარვართ? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ არ გვტოვებს პარტნიორი, თუ აღარ ვუყვარვართ? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ხდება ხოლმე ისე, რომ გრძნობები ნელდება ან სრულიად ქრება, მაგრამ ადამიანები არ შორდებიან ერთმანეთს. გიფიქრიათ მიზეზებზე?
ვერძი
ვერძი არ ტოვებს პარტნიორს, რადგან ძალიან დიდი დრო და ენერგია მოახმარა ამ ურთიერთობას. ამ ნიშნით დაბადებული არასდროს გაატანს ქარს წარსულის დღეებს, როდესაც საყვარელი ადამიანისკენ მიმართავდა მთელ ენერგიას. ბოლოს და ბოლოს, შეეძლო იმ პერიოდში ჰობისთვის, ახალი საქმისთვის ან კარიერისთვის დაეთმო დრო, მაგრამ მეორე ნახევარი აირჩია! ის ვერ ელევა არა თქვენს პიროვნებას, არამედ ძვირფას წუთებს, რომელიც, თურმე, ფუჭად დაუხარჯავს -
ამას, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებს.

კურო
კუროს ეზარება ახალი ურთიერთობის წამოწყება. ურჩევნია ამჟამინდელ პარტნიორთან დარჩეს, თავი სტაბილურად იგრძნოს და არ გადაეშვას მძაფრი გრძნობების მორევში, ვიდრე ძებნა დაიწყოს, მაგრამ არ იცოდეს, როგორ დასრულდება მისი მცდელობა. ეს ნიშანი პარტნიორთან რჩება იმიტომ, რომ ვერავინ აძლევს გარანტიას, მომავალი ურთიერთობა უკეთესად წარიმართებაო.

ტყუპები
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იშვიათად უყვარდებათ სიღრმისეულად და თუ თქვენდამი სწორედ ასეთი გრძნობა გაუჩნდათ - მაშინაც კი, თუ მოგვიანებით გაუნელდათ - ჩათვლიან, რომ სხვას მაინც ვეღარ შეიყვარებენ. შესაძლოა აღარ უყვარდეს, მაგრამ პატივს სცემს თავის ძველ ემოციებსა და განცდებს.

კირჩხიბი
კირჩხიბს ეშინია, რომ პარტნიორის დაკარგვას ინანებს. სწორედ შედეგების შიში აკავებს მეორე ნახევართან, როცა აღარ უყვარს. არსებობს მეორე ვარიანტიც, როცა კირჩხიბი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს შეყვარებულის / მეუღლის წინაშე და არ შეუძლია მას გაექცეს.

ლომი

ლომს მოსწონს იდეა, რომ მისთვის ერთადერთი ადამიანი შეიქმნა დედამიწაზე და, თუ უკვე თქვენ აგირჩიათ ამ როლისთვის, არ გადათქვამს. ლომი რჩება ურთიერთობაში, მაშინ, როცა აღარ უყვარს, იმიტომ, რომ საკუთარ არჩევანს პატივს სცემს.

ქალწული

ქალწულის აზრით, დროის სვლასთან ერთად გრძნობების განელება ბუნებრივი პროცესია. ამიტომ საგანგაშოდ არ მიიჩნევს პარტნიორისადმი ინტერესის კლებას. პირიქით, თვლის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ყველაფერი დასტაბილურდა და კალაპოტში ჩადგა. ამიტომ შეუძლია სხვა ფლანგს მიხედოს.

სასწორი

სასწორი ურთიერთობაში რჩება, თუ პარტნიორებს შორის ჯერ კიდევ იბმება რომანტიკული ძაფები. დიახ, მას შეიძლება აღარ უყვარდეს, მაგრამ კომფორტისა და რომანტიკის ხათრით დარჩეს. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93