ალბათ, თქვენთვის რთული წარმოსადგენია, ადამიანთან ურთიერთობა გქონდეთ და ბედნიერი, საერთო მოგონებები გაკავშირებდეთ, თქვენ კი, როცა მასთან დაშორებას გადაწყვეტთ, მხოლოდ მესიჯით შემოიფარგლოთ, არც კი შეხვდეთ, რომ ყველაფერს საბოლოოდ დაუსვათ წერტილი. სწორედ ამიტომ, როცა პარტნიორი მობილურით შეგატყობინებთ, რომ ყველაფერი დასრულდა, ძალიან არასერიოზულად აღიქვამთ და იფიქრებთ, რომ წყენა გადაუვლის ან პაუზა სჭირდება, რომლის შემდეგაც აუცილებლად დაგიბრუნდებათ. საქმე ისაა, რომ შესაძლოა, შეყვარებული/მეუღლე მთელი სერიოზულობით დაგშორდათ მოკლეტექსტური შეტყობინებით.
გთავაზობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებიც ჩატში შორდებიან შეყვარებულს:
1. კირჩხიბი
იმის მიუხედავად, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობებს, კონფლიქტებისა და დრამის თავიდან არიდების მიზნით, ამჯობინებენ მობილურით ”მოაგვარონ საკითხი", რადგან დარწმუნებულები არიან, რომ პირისპირ საუბარი ჩხუბში გადაიზრდება. კირჩხიბებს ძალიან არ უყვართ, როცა საყვარელ ადამიანს გულს სტკენენ. მათი ცრემლები ან უბედური მზერა საშინლად აგრძნობინებთ თავს. შესაბამისად, იცოდეთ, თუ კირჩხიბი მესიჯით დაგშორდათ, თავი დაიცვა უსიამოვნო განცდებისა და სინდისის ქენჯნისგან, რომელსაც თქვენი მოწყენილი სახის დანახვა მოჰგვრიდა.
2. ლომი
ლომისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანი, მაგრამ იმდენადაც არა, თავს მასთან ყოფნა რომ აიძულოს, თუ აღარ უყვარს ან უბედურია. ამ ნიშნით დაბადებულებს არ მოსწონთ მსგავსი ტიპის სირთულეებთან შეჭიდება, რადგან თავს უზომოდ არაკომფორტულად გრძნობენ. იმისთვის, რომ აწ უკვე ყოფილ პარტნიორს ღირსება არ შეულახოს და გაავებული ქალი/მამაკაცი მის თავმოყვარეობასაც არ შეეხოს, ანუ თავიდან აიცილოს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, ლომი მაქსიმალურად ერიდება შეხვედრებს და დაშორების შესახებ საუბარს ჩატში იწყებს. წაიკითხეთ დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ