ნოემბერი მოვიდა. ეს თვეც ჩაივლის თავისი ფერადოვნებითა და წვიმიანი ამინდებით, მერე კი ზამთარს შევეგებებით. მოდით, სანამ თოვლი მოვა და ყინვა არა მარტო სახლში, გულშიც შემოაღწევს, ერთად გავიგოთ, რა გველოდება სველ, ქარიან და ჭრელაჭრულა ნოემბერში - ანუ როგორ ვაცილებთ შემოდგომას?!
კირჩხიბი
არც კი იფიქროთ კომფორტის ზონის შექმნა და იქვე ჩარჩენა, რადგან ნოემბერი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდება. თვალსაჩინოებისთვის, წარმოიდგინეთ მიწის რელიეფური ზედაპირი - ხან ოღროჩოღრო, ზოგჯერ შემაღლებული, ხანაც სრულიად სწორი. 22 ნოემბრამდე თქენში იბობოქრებს ვნება დ ფიზიკური სიახლოვის წყურვილი. ამავე პერიოდში გამორიცხული არაა დრამა, სცენები და ემოციების მოზღავება. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და მოთოკოთ ემოციები იქ, სადაც თქვენს გულახდილობასა და სენტიმენტალურობას ან ფეთქებადობას ვერ გაიგებენ.
მართალია, კირჩხიბები თავგადასავლების მოყვარულები არიან, მაგრამ არ მოსწონთ, როდესაც სიტუაციაზე სრულიად კარგავენ კონტროლს. ამიტომ ამ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა თავიდან დააფრთხოს ისინი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მათდა სასიკეთოდ შეტრიალდება. 7 ნოემბერს ახალი მთვარე კირჩხიბს რომანტიკულ გარემოს ჰპირდება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ზუსტად იმ დოზის სიყვარულს მიიღებს - მეტს თუ არა - პარტნიორისგან, რამდენიც ბედნიერებისთვის სჭირდება.
ამ თვეში მოსალოდნელია კრეატიული აზროვნების განვითარება.
კირჩხიბები აივსებიან შთაბეჭდილებებით და ეწვევათ ნანატრი მუზა. შეიძენენ ახალ მეგობრებს.
6 ნოემბრიდან თქვენს კარიერაში მოსალოდნელია იმხელა ნახტომი, როგორსაც დიდხანს ვეღარ გაიმეორებთ. ეს პერიოდი გასტანს მარტის ბოლომდე. ამიტომ მაქსიმალურად დაიხარჯეთ, გამოავლინეთ თქვენი უნარ-ჩვევები, იმუშავეთ კომპეტენციის ამაღლებაზე და, რაც მთავარია, დაანახეთ ხალხს, თუ რა შეგიძლიათ. ამ თვეში შეაგროვებთ მოგონებებს, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თქვენს წარმოსახვით ან რეალურ ალბომში.
ლომი
ჯერ კიდევ ნოემბრის შუაში ახალი წლის განწყობა შემოიჭრება თქვენში. მართალია, ადრე მოგეჩვენებათ იმ ადამიანთა სიის შედგენა, რომლებსაც საჩუქრები გინდათ ჩამოურიგოთ, მაგრამ ვარსკვლავების წინაშე უძლური აღმოჩნდებით! თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელიც სამეგობროში პირველი გააწყობს ნაძვის ხეს. რას იზამთ, გიყვართ დღესასწაულები! ეს ხომ არაჩვეულებრივი შანსია ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, საყვარელი ადამიანების შესაკრებად და დროის კარგად გასატარებლად!
6 ნოემბრიდან თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები დაიწყება. 7 ნოემბერს ჩაუღრმავდებით რომანტიკულ ურთიერთობას.
ამ კვირაში მოაგვარებთ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე გაგიჩნდებათ ახალი ინტერესი და შესაძლოა, ახალ პროფესიულ მიმართულებასაც გაჰყვეთ.
ზოგიერთ ლომს სამსახურში დაწინაურება ელის. სხვები რომელიღაც სოციალურ ჯგუფში დაიკავებენ წამყვან პოზიციას.
ამ თვეში წაიკითხავთ წიგნს, რომელიც შეხედულებებს შეგიცვლით ბევრ საკითხზე - ახლებურად დაგანახებთ რიგ საკითხებსაც და საკუთარ თავსაც.
ნოემბერში ეცადეთ, გეგმიურად იმოქმედოთ და არ გადადგათ სპონტანური ნაბიჯები, ეს ქაოსამდე მიგიყვანთ. ქაოსი კი მუშაობაშიც შეგიშლით ხელს, ბიზნესშიცა და სწავლაშიც.
არაფერზე ინერვიულოთ, რადგან ამ თვეში ფორტუნა თქვენკენაა! გაგიმართლებთ ყველაფერში, რასაც ცდით. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გარისკოთ.
...დაბოლოს, ნოემბერში მოექცევით ყურადღების ცენტრში, გამოგიჩნდებათ ახალი თაყვანისმცემელი, ადამიანები უჩვეულოდ დაინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებით.
ქალწული
ეს თვე თქვენში გააღვიძებს სენტიმენტებს, მოგონებებს და წარსულში დაბრუნების სურვილს. მწარედ ინანებთ ყველა შეცდომას, რომელიც დაგიშვიათ
და მოგენატრებიან ადამიანები, რომლებიც დაკარგეთ. თუ საკუთარ თავს მოერევით, პირველ ნაბიჯს გადადგამთ და მათ დაუკავშირდებით, გაოცებული დარჩებით. თურმე, მზად ყოფილან თქვენ მისაღებად და ურთიერთობის აღსადგენად.
ბოლო დროს არარეალურ გეგმებს ისახავთ. სწორედ ამიტომ გაიზარდა თქვენს ცხოვრებაში იმედგაცრუებების ნუსხაც. ნუ ფიქრობთ ძალიან შორ მომავალზე - მაგალითად, რა იქნება 10 წლის მერე - რადგან ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და შესაძლოა, რომ ხვალინდელი დღე სულაც არ გათენდეს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ფიქრებით, დროებით მაინც. ნუ გასცდებით უახლოეს 2-3 თვეს. არ გეგონოთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზით ვცდილობთ შემოგაპაროთ, სულ მალე დაიღუპებითო. ჩვენ უბრალოდ გვინდა, სიამოვნების მიღება და არსებულით ტკბობა შეძლოთ, მომავლის დევნასთან ერთად.
თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული. თუ ფიქრობთ, რომ რომანტიკისთვის ნამდვილად არ გცალიათ, წინასწარვე იცოდეთ, აწ უკვე ძველი პარტნიორი აუცილებლად შეგაცვლებინებთ აზრს და გაგახსენებთ, რა კარგ დროს ატარებდით ერთად, სანამ ორივენი ყველაფერს გააფუჭებდით. არ მოგჩვენებიათ, ზუსტადაც ორივენი. როცა ურთიერთობები ინგრევა, ყოველთვის ორივე მხარე ტყუის და დამნაშავეცაა. ამ თვეში უემოციო ადამიანის ნიღბის ჩამოხსნა მოგიწევთ. არც კი იფიქროთ გაქცევა, მიეცით თავს გულწრფელობის უფლება.
სასწორი
ნოემბერში მოერიდეთ გრაფიკის გადატვირთვას. თუ დიდ პროექტებს ჩაგაბარებენ, დაანაწილეთ პატარ-პატარა პროექტებად. ასე უფრო მარტივად და სწრაფად გაართმევთ თავს დავალებას. აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა ან ოჯახის წევრებმა ხარისხიანად მუშაობაში შესაძლოა ხელი შეგიშალონ, რადგან უყვარხართ და თქვენთან ურთიერთობა სურთ, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ზოგიერთი სასწორი ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს. გადაწყვეტს, რომ დროა, თავის გულის ხმას მიენდოს და ჩამოშორდება საქმიანობას, რომელიც მხოლოდ შემოსავლის წყაროდ ჰქონდა ქცეული, ანუ მისგან სიამოვნებას საერთოდ ვერ იღებდა.
ამ თვეში მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიზიანებთ კანს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით თქვენს სილამაზეს.
7 ნოემბრიდან შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენ ყოველთვის გასცემთ, უკან კი თითქმის არაფერს იღებთ, რაც ადამიანებზე დროებით გულს აგიცრუებთ, განსაკუთრებით, ყველაზე ახლო მეგობრებზე.
პიროვნება, რომლის იმედიც ყოველთვის გაქვთ და ყველაზე მეტად ენდობით, აღმოჩნდება გაურკვევლობაში ან არასახარბიელო სიტუაციაში, საიდანაც სწორედ თქვენ უნდა დაიხსნათ. თქვენ არ გიყვართ, როცა პირად ფრონტზე არეულობაა, მაგრამ მეორე ნახევართან კონფლიქტი გარდაუვალია ამ თვეში.
ნოემბერში თქვენი უფროსები და კოლეგები დარწმუნდებიან, რომ შესაშური კომუნიკაციის უნარი გაქვთ, რომლის გამოყენებაც მრავალი მიზნით შეიძლება. ამიტომ მათგან ახალ შემოთავაზებას მიიღებთ.
ზოგიერთი სასწორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. ქალაქის ერთი ნაწილი ძალიან მომხიბვლელად მოგეჩვენებათ, მაგრამ მანდვე დასახლებას ნუ იჩქარებთ, შესაძლოა, საბოლოო ჯამში თავსატეხად გექცეთ. ასევე, ბინა შეარჩიეთ ფრთხილად, გარგად გამოჰკითხეთ მეპატრონეს, როგორაა გაყვანილი კანალიზაცია, რამდენად კარგად მუშაობს გამათბობელი, პრობლემებს ხომ არ შეგიქმნიან არცთუ ისე კეთილგანწყობილი მეზობლები, ღამით ქუჩაში ატეხილი ხმაური ხომ არ გაგაღვიძებთ და ა.შ. ყველა დანარჩენი ნიშანი იხილეთ ასტროლოგი.გე-ზე