ადამიანებს შორის ხშირად მკურნალები ცხოვრობენ, რომლებსაც ხალხის სხვადასხვა დაავადებისგან განკურნება შეუძლიათ მზერით, ხელის შეხებით, ლოცვითა და რიტუალებით.
ხშირად ადამიანი მკურნალია, მაგრამ ვერც კი ხვდება. გთავაზობთ 7 ნიშანს, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის ამოცნობაში დაგეხმარებათ.
ნიშანი პირველი:
როდესაც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ხედავთ ფოტოებზე ან ვიდეოებში და იცით, რომ მისი დისტანციურად დახმარება არ შეგიძლიათ, განწყობა გიფუჭდებათ. რაღაც მომენტში აცნობიერებთ, რომ თურმე, თავს დამნაშავედ გრძნობთ. თითქოს ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეთ და ამისთვის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ.
ნიშანი მეორე:
ცხოვრებამ რთული გზებით გატარათ. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ფეხისგულები სულ ეკალ-ბარდით დაგისერათ. აღარაფერი გაკვირვებთ, იშვიათად თუ შეგაშინებთ რაიმე. შეგიძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნოთ მაშინ, როცა ყველა პანიკაშია. თავიდანვე ასეთი გაწონასწორებული არ ყოფილხართ, ეს გამოცდილების შედეგია.
ნიშანი მესამე:
ინტროვერტი ხართ, ადამიანებში ტრიალს განმარტოება გირჩევნიათ. ამ დროს ბევრს ფიქრობთ, სიახლეს ეძებთ, საკუთარ თავს უღრმავდებით; ბევრ ისეთ საკითხზე ფიქრობთ, რომელიც შესაძლოა სხვას თავში აზრადაც არ მოუვიდეს. ჯერ კიდევ თინეიჯერმა აღმოაჩინეთ, რომ სხვებს არ ჰგავდით. თავიდან გმობდით საკუთარ თავს უცნაურობისთვის, შემდეგ კი შეეჩვიეთ, შეეგუეთ ან, უკეთეს შემთხვევაში, გააცნობიერეთ, რომ იყო გამორჩეული - ჯილდოა. წაიკითხეთ ვრცლად astrologi.ge-ზე