შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ სიზმარს არავითარი ძალა არ ექნებოდა, ადამიანები მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდნენ; ან პირიქით, სწორედ სიზმრებში ეძებეთ იმ კითხვებზე პასუხები, ასე რომ გაწუხებენ. როგორც უნდა იყოს, ნოემბერში სიფრთხილე გმართებთ, რადგან სიზმრები აგიხდებათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სიზმარმა ძალიან სასიამოვნო სიახლე გაუწყოთ; ისევე, როგორც მოგამზადოთ მოახლოებული პრობლემებისთვის.
გთავაზობთ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებსაც ამ თვეში სიზმრები აუხდებათ.
ვერძი
ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად უხდებათ სიზმრები, რომლებიც მეტაფორებითაა სავსე. ნოემბერი ვერძებისთვის აღმოჩნდება პერიოდი, როცა მათი სიზმრები ახალ დანიშნულებას შეიძენს - არა მარტო მიანიშნებს, თუ რა მოხდება, არამედ პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალსაც აპოვნინებს. კარგი სიზმრების ეფექტი ნოემბერში გაორმაგდება. მაგალითად, თუ რომელიმე თქვენს კონკრეტულ სიზმარს მოულოდნელი შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსდევს ხოლმე, გაზვიადებით აღიქვით ის, გააფართოეთ მასშტაბები, რადგან დოვლათის დაგროვების შანსი მოგეცემათ ან დიდ თანხას წამოჰკრავთ ხელს.
ტყუპი
მართალია, ზოგადად ტყუპს ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი იმდენად განვითარებული არ აქვს, რამდენადაც წყლის ნიშნებს ან სასწორს, მაგრამ ნოემბერში, როგორც იტყვიან, "მესამე თვალი" გაეხსნება. თქვენი ყველა სიზმარი საყურადღებო გახდება. ამიტომ გაღვიძებისთანავე გაიმეორეთ გულში, შემდეგ კი ფურცელზე ან მობილურში ჩაიწერეთ, რომ მისი გაანალიზების საშუალება გქონდეთ. სიზმრები ამ პერიოდში მიგანიშნებენ, რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში, რატომ ვერ ისვენებთ, რა არის შესაცვლელი ცხოვრებაში და რა მოვლენა გიახლოვდებათ. წაიკითხეთ ვრცლად astrologi.ge-ზე