შემოდგომა ძალიან სახალისოდ შეიძლება გაატაროთ, თუ დაფიქრდებით და აღმოაჩენთ, რამდენ შესაძლებლობას იძლევა. გთავაზობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც ზამთრის მოსვლამდე უნდა მოასწროთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
უნდა ეწვიოთ აჭრელებულ ბოტანიკურ ბაღს, გახვიდეთ ქალაქგარეთ, ისეირნოთ ტყეში ან მოიწყოთ მინი-ექსკურსია მხიარულ მეგობრებთან ერთად.
კურო
თქვენი ხელით უნდა მოამზადოთ ფელამუში, რომლითაც მეზობლებს გაუმასპინძლდებით; მოხარშოთ მურაბები და მოამზადოთ კომპოტები. ჰკითხეთ ოჯახის წევრებს, რა ესიამოვნებოდათ.
ტყუპები
უნდა დაიწყოთ სამსახური, რადგან შემოსავლის წყაროც ძალიან გჭირდებათ და სახლიდან გასასვლელი მიზეზიც. თუ დასაქმებული ტყუპები ხართ, კარიერულ წინსვლაზე იზრუნეთ. გულის სიღრმეში დაწინაურებაც გსურთ და ხელფასის მომატებაც, რისთვისაც გარჯა გმართებთ.
კირჩხიბი
უნდა წახვიდეთ ფილმის ან სპექტაკლის პრემიერაზე, რამდენი ხანია კინოთეატრისა და თეატრისთვის ვეღარ იცლით? სასურველია, დააგემოვნოთ კერძი, რომელსაც დიდი ხანია ნატრობთ.
ლომი
უნდა მოამზადოთ გოგრის ტკბილი ფლავი და მასზე დაპატიჟოთ ნათესავები, რომლებსაც დიდი ხანია არ ეკონტაქტებით.
ქალწული
ფეხით უნდა ისეირნოთ და დააკვირდეთ, როგორ შიშვლდება თქვენი ქალაქი.
სასწორი
შვილებთან ან უმცროს დედმამიშვილებთან ერთად უნდა ეწვიოთ გასართობ პარკს. დანარჩენი ნიშნები წაიკითხეთ astrologi.ge-ზე