მამაკაცები მრავალ ხერხს მიმართავენ სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად. ზოგჯერ ისეთი ქალის გულის მოგებაც სურთ, რომელიც საერთოდ არ შეეფერებათ, მეტიც, განათლებით, ინტელექტით, ფიზიკური მონაცემებითა და სხვა ნიშნებით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას. გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ მის მოპოვებას?
ვერძი – თავზეხელაღებული საქციელით, რომანტიკული ხასიათის გმირობის ჩადენით ან აგრესიული დევნით ცდილობს სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას.
კურო – ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება საყვარელი ქალის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებას. გაანებივრებს მას პრაქტიკული საჩუქრებით, ყურადღებითა და ზრუნვით.
ტყუპი – მისი საფირმო ილეთი ქალის "დაბოლებაში" მდგომარეობს. და ეს მას უბადლოდ გამოსდის. თუ ინტერესის ობიექტს მოთმინება ეყოფა ბოლომდე უსმინოს მას, ტყუპი ამ უკანასკნელს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში უპირობოდ დააჯერებს.
კირჩხიბი – სასურველი ქალის მოსახიბლად, პირველ ეტაპზე პასიურ მიდგომას არჩევს. ეს მისი მორცხვობისა და სიფრთხილის ბრალია. როცა დეტალურად შეისწავლის ინტერესის ობიექტს, ზრუნვისა და ყურადღებიანობის ეტალონად გადაიქცევა.
ლომი – სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად, პირველ რიგში საკუთარი სოციალური სტატუსითა და თანამდებობრივი მდგომარეობით ცდილობს აპელირებას. თუკი ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, შემდგომში უზომოდ მოსიყვარულე, გულუხვი და ვნებიანი საყვარელია.
ქალწული – ინტერესის ობიექტი ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ ჰყავს აყვანილი. თუ დარწმუნდა, რომ ეს ქალი, მას ცხოვრებაში გამოადგება, მხოლოდ შემდეგ იწყებს ზომიერების ფარგლებში და გეგმიურად მისთვის საჩუქრების ყიდვას, სადმე მიპატიჟებას და ა.შ.
სასწორი – სასურველი ქალის მოსახიბლად თანდაყოლილ შარმს, გასაოცარ ღიმილსა და კომუნიკაბელურობას იშველიებს. როგორც წესი, მსგავსი სვლა 99%-ით ამართლებს ხოლმე. სასწორი გალანტური და ნაზი თაყვანისმცემელია. უყვარს ლექსების მიძღვნა, ლამაზი საჩუქრების კეთება და პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა ქალისთვის. გაგრძელება