დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000-ზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე, როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა, ათვლის წერტილად კი, რა თქმა უნდა, დედამიწა მიიჩნევა.
უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან, ვაშლის ხე სრულიადაც არ არის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. დროდადრო ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც, რაც მისთვის ბუნებრივია. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა და გაკვირვების.
სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოსძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ, ამას აღწევს კიდეც. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს და მაშინ მთელი მისი სამყარო ინგრევა. მისი სიყვარული შეიძლება უსაზღვრო იყოს.
იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს ნებისმიერს. სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარაებას. სხვებზე მეტად ხელმოცარულია. შეუძლია ბევრი რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ. განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.
გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ მისი არჩევანი წარმატებით არის შერჩეული, მაშინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, რომ სიყვარულმა მის ოჯახში ბრილიანტის ქორწილამდეც მიაღწიოს.
უცილობელი სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფლის გამოცვლის დროსაც: ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებული ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს, ჰყავდეს მეგობრები, მაგრამ იტანჯება, როცა ისინი მის მიერ არ არიან შერჩეულნი. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. იგი ცდილობს, არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში.
მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების მიმართ და ამიტომ პაწაწკინტელა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში ჰპოვებს თავისებურ სიამოვნებას.
უყვარს, გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს; იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ, ძალა შესწევს, ადვილად დააღწიოს თავი მას. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან, გამოუსწორებელი ოპტიმისტია, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფებზე წამქეზებელ ზემოქმედებას ახდენს. ფრიად დაჟინებულია და იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მუდამ მართალია.