ვინაიდან ღორი გულისხმიერებით, კეთილშობილებითა და პატიოსნებით გამოირჩევა, 2019 წელს იკლებს თქვენი მოტყუების ალბათობა.
ადამიანები მზად იქნებიან, დახმარების ხელი გამოგიწოდონ, შემოვლენ თქვენს მდგომარეობაში და თქვენს შეცდომებზეც დახუჭავენ თვალს.
2019 წელი არ იქნება ქიშპობისა და კონკურენციის წელი, რადგან ღორი იშვიათად ერთვება შეჯიბრებებში. ამ წელს ბედი გაუღიმებთ გონივრულად ფრთხილ და ჭკვიან ადამიანებს. უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივი არ იქნება, ისევე, როგორც ახალი ბიზნესპარტნიორების შეძენა, რადგან ღორი უტყვია.
მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრებს და მეგობრებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება, რადგან თუ ღორი ვინმეს მიენდობა, უზომოდ გულახდილია და გულს წიგნივით უშლის.
ღორის წელი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება კუროსთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი დაწინაურდება როგორც ფინანსურად, ასევე კარიერულად. ის მწვერვალის ზენიტში მოექცევა. წაიკითხეთ სრულად