კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2019 წლისთვის

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2019 წლისთვის
გთავაზობთ 2019 წლის ფინანსურ ჰოროსკოპს, ასევე - მოსალოდნელ კარიერულ ცვლილებებს.

ვერძი

კარიერული წინსვლის წელი დაგიდგათ. იანვარ-თებერვალში სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ზაფხულში განაახლებთ ურთიერთობას ძველ პარტნიორებთან. სექტემბერ-ოქტომბერში: სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, თუ ახლანდელი თანამდებობა სიამოვნებას არ განიჭებთ. მოერიდეთ კოლეგების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. წლის ბოლოს მოგიმატებენ ხელფასს, მიიღებთ საჩუქარს, პრემიას. თუმცა, ამავე პერიოდში უნდა მოერიდოთ ფინანსურ დაბანდებას.

კურო

წლის დასაწყისში დაგაწინაურებენ. შეიძლება ახალ პროექტს უხელმძღვანელოთ. ზაფხულში თავად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კოლეგებისა და უფროსისგან მხარდაჭერას იგრძნობთ. შემოდგომაზე უმნიშვნელო მიზეზების გამო სამსახურში
ნუ იკამათებთ. იანვარი მსხვილი საყიდლების თვეა. თებერვალ-მარტში მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. წლის ბოლოს ძვირად ღირებული საჩუქრები შეიძინეთ ახლობელი ადამიანებისთვის.

ტყუპი

სამსახურში წინა წელთან შედარებით ნაკლები უსიამოვნება გელით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. წლის ბოლოს საინტერესო, საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მარტივად გაისტუმრებთ ვალებს. წლის ბოლოს მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში დაბანდებას.

კირჩხიბი

გაზაფხულზე მოიმატებს კონკურენცია. უფროსს თქვენი პროფესიონალიზმი უნდა დაუმტკიცოთ. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. ივლისში გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. შემოდგომაზე კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ”გამორთეთ” ემოციები. ფულის დაბანდებისთვის საუკეთესო პერიოდია 7-17 აპრილის შუალედი. ფული იმდენი გექნებათ, რომ და-ძმების (თუ ცოდნის მიღების სურვილი გექნებათ, საკუთარისაც) სწავლის გადასახადსაც გადაიხდით.

ლომი

იანვარ-თებერვალში მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. წლის დასაწყისი კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. მაისში მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან. აგვისტოში ნუ დაიწყებთ ახალ ბიზნესპროექტებს. ოქტომბერ-ნოემბერში ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს. მატერიალურ კეთილდღეობას გაგიუმჯობესებენ მშობლები, მეგობრები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ ენდობით მათ, ვინც "მარტივ ფულს" გპირდებათ.

ქალწული

წლის დასაწყისში ვალების გასტუმრებას შეძლებთ. აქტიურად შეუდგებით ახალი სამსახურის ძებნას. აპრილიდან თქვენს იდეებს გაიზიარებენ, მოგისმენენ და დაგაფინანსებენ. ზაფხულში მოსალოდნელია უსიამოვნებები სამსახურში. შემოდგომაზე კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ ან თქვენთვის სასურველ სამსახურს იშოვით. ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ და არა ისე, როგორც თქვენ იცით. შემოდგომაზე თქვენს პროექტს დააფინანსებენ. დეკემბერში მთელი წლის დაგროვილი თანხით სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ.

სასწორი

აპრილში ახალ თანამდებობასა და ხელფასის მატებას ელოდეთ. მაისში - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფული შეიძლება ჰობიმაც მოგიტანოთ. სექტემბერი ამბიციური გეგმების განხორციელების თვეა. დეკემბერში კარიერაში წინსვლა გელით. ზაფხულის დასაწყისში ახალი პროექტი დიდ ფულს მოგიტანთ. შემოდგომაზე მოერიდეთ აზარტულ თამაშებს ფულზე. განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93