გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
ვერძი
ხშირად შეასრულეთ მშვიდობისმყოფელის როლი. ამ კვირაში შეგიძლიათ გააანალიზოთ წარსული, წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე და დააწყოთ გეგმები. ვერძებს სტაბილური კვირა გელოდებათ. ამ პერიოდში, სასურველია, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. თუ გსურთ, რომ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდეთ, სჯობს, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ.
კურო
კუროების ცხოვრებაში პლანეტები თვითონ შეიტანენ კორექტივებს და თან – სასიამოვნოს. საუბარია კონფლიქტების მოგვარებაზე, ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში ჩადგომაზე. ეს იქნება ჰარმონიის პერიოდი, მაგრამ კუროებსაც გმართებთ გარვეული აქტიურობის გამოჩენა. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გქონდეთ აქტიური ურთიერთობები ადამიანებთან, რადგან განმარტოებით პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებთ. საკმარისი არაა, რომ მხოლოდ კეთილმოსურნე იყოთ, გახდით მეტად სამართლიანი და ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ. ეს პირად ცხოვრებაში დიდ და კარგ ცვლილებებს გპირდებათ. კვირის ყველაზე დინამიკური დღეებია 14 და 16 დეკემბერი, რომლებიც, შესაძლოა, ახალი გამარჯვებების დრო გახდეს სიყვარულშიცა და საქმიან სფეროშიც.
ტყუპი
უქმეები იდეალური დრო იქნება საოჯახო საქმეებისთვის, რადგან კვირის ბოლოს პლანეტების ენერგეტიკა დესტრუქციული გახდება. კვირის ბოლო სამი-ოთხი დღე, სჯობს, განმარტოებით, კომფორტულად გაატაროთ. კვირის დასაწყისი კი იდეალურად წაადგება ნებისმიერ აქტიურ საქმიანობას.
უმჯობესი იქნება, თუ ფინანსურ ხარჯებს შეზღუდავთ: ნაყიდი ნივთები ისეთ კმაყოფილებას არ მოგგვრით, როგორც ელოდებოდით. სპონტანურობა ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა, ძალზე საშიში აღმოჩნდეს. ამ კვირაში იყავით მეტად ფრთხილი და წინდახედული. სპეციალისტები გირჩევენ, გააკონტროლოთ ემოციები და მოიშოროთ ზედმეტი განცდები.
კირჩხიბი
ზომიერება ყველაფერში კარგია: სამუშაოზეცა და პირად ცხოვრებაშიც – თუ მუშაობთ, იმუშავეთ გარკვეული დროის განმავლობაში; თუ პაემანზე წახვალთ, მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელშიც დარწმუნებული ხართ. ასევე არ დაგავიწყდეთ ფინანსური მხარე – არ დახარჯოთ უსაფუძვლოდ ფული, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი.
თქვენთვის, პლანეტების განწყობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია ორშაბათი. შემდეგ ვარსკვლავები და პლანეტები ჰარმონიისკენ დაიწყებენ სვლას და პიკი პარასკევსა და შაბათს იქნება. ამ პერიოდში ყველაფრის გაკეთება სარგებელს მოიტანს – დასვენებაცა და მუშაობაც. კვირა, სჯობს, სახლის საქმეებს დაუთმოთ.
ლომი
დაოჯახებული ლომები სხვასთან ფლირტს მოერიდეთ. ვარსკვლავები წინდაუხედაობისკენ გიბიძგებენ, რაც განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პირიქით, სიყვარულის გამტკიცებაზე იზრუნოთ. მარტოხელები კი ყურებს ნუ ჩამოყრით და მეორე ნახევრის შეხვედრის იმედს ნუ დაკარგავთ.
მოერიდეთ სკანდალებსა და ჩხუბს ოჯახში. ასევე, ასტროლოგების რეკომენდაციაა, არ გქონდეთ მწვავე რეაგირება უბრალო გამვლელების, კოლეგებისა თუ ახლობლების ნეგატივზე. ეს, ვარსკვლავების დისონანსური განლაგების გამო რთული იქნება, მაგრამ უნდა შეეცადოთ. ყველაზე კარგი დღეები თქვენთვის უქმეებია, რომლებიც, სასურველია, ოჯახსა და პირად საქმეებს დაუთმოთ.
ქალწული
ქალწულების ენერგეტიკა მაქსიმალურ დონეს სამშაბათს მიაღწევს. ხუთშაბათიდან, რადგან პლანეტები ზურგშექცევით იმუქრებიან, ენერგეტიკული "შიმშილია" მოსალოდნელი. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გასაღები შრომისმოყვარეობაა. ფინანსური მხარე დეკემბერის შუა რიცხვებში კარგი იქნება, მაგრამ ფული ზეციდან არ ჩამოიყრება – თითოეული თეთრისთვის ბრძოლა მოგიწევთ. იგივე ეხება სიყვარულის სფეროსაც – აქაც ნაკლები ბატალიები არ არის მოსალოდნელი. ეძებეთ მხარდაჭერა ახლობლებში. მათ, შესაძლოა, დაგანახვონ პრობლემის გადალახვის უმარტივესი გზა, რომელიც ზედაპირზე დევს, მაგრამ თქვენ მას ვერ ამჩნევთ.
სასწორი
სასწორებს ამ კვირაში შინაგანი რესურსები მალე დაუმთავრდებათ, მაგრამ პარასკევსა და კვირას ამის საშიშროება არ არსებობს. ეს ორი დღე გამოიყენეთ პრობლემების აღმოფხვრისა და წარსულის შეცდომების გამოსწორებისთვის. დანარჩენ დღეებში, სჯობს, არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. გააკეთეთ ჩვეული საქმეები, არ გარისკოთ. ამ კვირაში მოერიდეთ ფულის დაუდევრად ხარჯვას, საახალწლო საყიდლებზე წასვლა შემდეგ კვირაში ჯობია. თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ეს კვირა მშვიდად ჩაივლის. უკეთესის იმედი აუცილებლად უნდა გქონდეთ, მაგრამ, ასევე, გვერდით გახედვა და დროული დასვენებაც არ დაგავიწყდეთ. გაგრძელება