საქართველოში ადამიანებს პრევენციის მიზნით გამოკვლევების ჩატარების საშუალება არ აქვთ, ისევე როგორც, არ შეუძლიათ სრულყოფილი მკურნალობა მაშინ, როცა რაიმე აწუხებთ. მიუხედავად ამისა, თუ გვეცოდინება რომელი დაავადებებისკენაა მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმი, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.
ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიდრეკილები არიან ძვლებისა და ტვინის დაავადებებისკენ. მათ ხშირად აწუხებთ: შაკიკი და თავის ტკივილი, ემოციური გაუწონასწორობა და ბრაზი, მაღალი წნევა, ანთებები, ციებ-ცხელება, ინსომნია და ძილის სხვა დაღვევები. ვერძებში ხშირია ანემია.
კურო
კუროების "აქილევსის ქუსლი" ყელია. სწორედ ყელთან დაკავშირებული დავადებები აიძულებს ექიმებთან ხშირ ვიზიტს, მათ შორის - ანგინა და არანორმალურად დიდი გლანდები, რომელიც სასწრაფოდ მოსაშორებელია. ხშირად ემართებათ ხოლმე ყელის კიბო. ასევე, კუროები მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონისკენ, წევისა და გულის პრობლემებისკენ.
ტყუპი
ხშირად ტყუპი კანის დაავადებებით იტანჯება; ასევე ექმნებათ სასუნთქი სისტემის პრობლემები - წამდაუწუმ ემართებათ ფილტვების ანთება ან ბრონქიტი. ტყუპი შეიძლება დაიღუპოს ფილტვის კიბოთი. მაღალია ალვეოლებში წყლის ჩადგომის ალბათობაც. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ტყუპს დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ამიტომ ხორცსა და შავ შოკოლადს უნდა მიეძალოს.
კირჩხიბი
კირჩხიბებს ძალიან უყვართ ჭამაცა და სუსნაობაც, ამიტომ ხშირად კუჭნაწლავის პრობლემები აწუხებთ. ემართებათ ყაზბობა, დიარეა, ბუასილი (სხვადასხვა ფორმით). ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კალციუმის ნაკლებობა აქვთ. ასევე, მიდრეკილი არიან სიმსივნური წარმონაქმებისკენ. ქალებში ხშირია მენსტრუაციიული ციკლის დარღვევა. კირჩხიბებს ემართებათ ფსიქიკური აშლილობა და ნევროზი, ემოციური ნატურიდან გამომდინარე.
ლომი
ლომების სუსტი წერტილი ღვიძლია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ ანალიზებს, რადგან შესაძლოა სისხლში დარვევები აღმოაჩნდეთ. ზოგიერთს აწუხებს ხერხემალი და წელის ტკივილი. ასევე, ხშირად ემართებათ დიაბეტი.
ქალწული
ქალწულებს მეტაბოლიზმი შენელებული აქვთ. მიდრეკილი არიან წონის მატებისკენ. ხშირად სტკივდებათ მუცელი, ემართებათ ნაწლავების ანთება, ბევრი მათგანი იკეთებს აპენდიციტის (ბრმანაწლავის) ოპერაციას, მათში ხშირია სქესობრივი დარღვევებიც. წაიკითხეთ სრულად