ცნობილი ასტროლოგის, ანჟელა პერლის 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 ცნობილი ასტროლოგის, ანჟელა პერლის 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. უკვე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორი და რისი მომტანი იქნება ახალი 2019 წელი ჩვენთვის. ცნობილი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება:

1. ვერძი

ვერძისთვის 2019 წელი გამარჯვებებისა და მიღწევების წელი იქნება. ბევრი ვერძი საკუთარ საქმეს და ბიზნესს წამოიწყებს, ან ახალ ჩვევებსა და უნარებს შეიძენენ. სრულიად შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თანაც ამის მიზეზი შესაძლოა სამსახური გახდეს.

ოჯახურ სფეროს რაც შეეხება, აქაც ცვლილებებია მოსალოდნელი. გასათხოვრები და უცოლოები
სტატუსს შეიცვლიან. გაზაფხულზე ნაცნობობა გელით, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ წელიწადის ამ დროს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში.

შესაძლოა, სწორედ შემთხვევითი ნაცნობობა გახდეს წარმატების მიზეზი ან მეორე ნახევარი იპოვოთ. გარდა ამისა, 2019 წელი სწორედ შესაფერისი დროა იმისთვის, რომ შთამომავლობის გაგრძელებაზე იზრუნოთ.

2. კურო

ბევრი მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა, ახალი ინფორმაციები! 2019 წელი კუროებისთვის ძალიან მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი იქნება. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გააქტიურება იქნება მოსალოდნელი.

დასაოჯახებელი კუროები სწორდ ამ წელს შეხვდებიან მომავალ მეორე ნახევრებს. მთავარია, დროულად მიხვდეთ, რომ გვერდით სწორედ ის ადამიანია და ვარსკვლავების მიერ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაოჯახებული კუროებისთვის კი ეს წელი საუკეთესოა იმისთვის, რომ ბავშვების ყოლაზე იფიქრონ. წარმატებული იქნება დაგროვებასთან დაკავშირებული პროექტები და სახლისთვის რაიმე ახლის შეძენა.

3. ტყუპი

2019 წელი სოციალურად აქტიური იქნება თქვენთვის. წლის მთავარი თემა - ურთიერთობები და პარტნიორები იქნება. ბევრი ტყუპი შეხვდება მეორე ნახევარს, გათხოვდება ან ცოლს მოიყვანს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საკმარისი თანხა გექნებათ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოთ. აი, რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყურადღების მიქცევა გმართებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი სისტემისთვის.

4. კიბო

2019 წელს კიბოების დევიზი იქნება: " მოძრაობა-სიცოცხლეა!". ღორის წელი კიბოებს ცვლილებებს მოუტანს. ახალი შესაძლებლობების დროა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თანაც, ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროშია მოსალოდნელი.

გელით ახალი შეხვედრები, რომლებმაც შესაძლოა თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე მოახდინონ გავლენა, მაგრამ იმისთვის, რომ ნაცნობობა რაღაც უფრო სერიოზულში გადაიზარდოს, ინიციატივის გამოჩენა გმართებთ.

5. ლომი


სრულდება დაბნელების ორწლიანი ციკლი, რაც ლომს აქამდე სდევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. უკვე იანვრიდან იგრძნობთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება.

შესანიშნავი წელია სიყვარულისთვის, ბავშვების გასაჩენად. ამ წელს ლომები ჯანმრთელობას მიხედავენ და შესაძლოა სამსახურიც შეიცვალონ.

6. ქალწული

ქალწულებს წარმატებული კარიერული ზრდა და ფინანსური სტაბილურობა ელით. სასურველია, ამ წელს ჯანმრთელობასაც ყურადღებით მოეკიდოთ. 2019 წელი თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის წელი იქნება. ბევრი ქალწული საკუთარ ბიზნესს წამოიწყებს. წლის განმავლობაში სამი დაბნელებაა მოსალოდნელი: 6 იანვარს, 16 ივლისს და 26 დეკემბერს და თანაც, სამივე მათგანი ქალწულების ცხოვრებაში ბავშვის გამოჩენაზე მიანიშნებს. ეს შესაძლოა იყოს ნანატრი შვილი, შვილიშვილი ან ნათლიად მიგიწვიონ. ან იქნებ ბავშვის სამოსის მაღაზიის გახსნას აპირებთ? ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ამ წელს, იანვრიდან მოყოლებული, დეკემბრის ჩათვლით.

7. სასწორი

სასწორებისთვის ეს წელი ძალიან წარმატებული იქნება უძრავი ქონებისა და საცხოვრებლის შეცვლის თვალსაზრისით. ასევე, კარგი პერიოდია მშენებლობისა თუ რემონტისთვის.

ზოგადად, სასწორებს წარმატებული პერიოდი ექნებათ.
წელიწადის უმეტეს დროს მზე თავის კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს: ენერგიით აგავსებთ, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და ფორტუნას თქვენკენ შემოაბრუნებს. წარმატებები გელით კარიერასა და სიყვარულში. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93