მიხეილ ცაგარელი გთავაზობთ მომავალი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის.
კუროებისთვის საერთო ჯამში ეს კვირა კარგია. ენერგოტონუსი მაღალი იქნება, რის შედეგადაც კუროები უფრო მობილურები და აქტიურები იქნებიან. ემოციური სტაბილურობაც მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ეს ის დროა, როცა კუროებს ანალიტიკური უნარები უძლიერდებათ. მოკლედ რომ ვქვათ, შესანიშნავ ფორმაში იქნებით, მათ შორის, ინტელექტუალური კუთხითაც. ბედისწერა ნელ-ნელა კარგ შანსებს გაჩუქებთ: შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას, საიმედო საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებას. ერთგული მეგობრები და მოკავირეები წარმატებას მოგიტანენ და ასევე დაგეხმარებიან უნარების გამოვლენასა და ავტორიტეტის მოპოვებაში.
ეს კვირა ტყუპებისგან ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან სასიცოცხლო პოტენციალი კლებას დაიწყებს. ამიტომ, გირჩევთ, არ დაიტვირთოთ ზედმეტად და არ აიღოთ თავზე გაზრდილი პასუხისმგებლობა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს საქმიან შესაძლებლობებზე ნეგატიურად იმოქმედოს აჩქარებამ. ამავდროულად, ამ პერიოდში შესაძლებელია კარმული შეხვედრები, რომლებიც დიდ პრობლემებს შეგიქმნით — განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. რაღაც კუთხით, ეს გარკვეული ცვლილებების კვირაა. და მაინც, ტყუპებს ამ რთული სიტუაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ. თქვენ გაგჩნდებათ კარიერის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობა, წაიწიოთ წინ და ხელფასიც კი მოგემატოთ. თუ ჭკუით გარისკავთ და პასუხისმგებლობასაც აიღებთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.
კირჩხიბებს ამ კვირაში სასიცოცხლო პოტენციალი მოემატებათ. ეს კარგი მომენტია თვითდამკვიდრების, წარმატებების განმტკიცებისა და საკუთარი მოთხოვნების წამოსაყენებლად. პარტნიორებთან უფრო მოქნილი ნაბიჯების გადადგმა გმართებთ, რათა გარკვეულ პრობლემებს თავი აარიდოთ. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა: განმტკიცდება ოჯახური ურთიერთობები, კარგი დროა დასაქორწინებლად და ასევე პარტნიორული შეთანხმებების გასაფორმებლად.
ამ კვირაში ლომებმა აქტიურობას უნდა მოუკლონ და მეტად მშვიდ ვითარებაში მოემზადნენ ახალი წლის შესახვედრად. ეს ცოტა შფოთიანი და აფორიაქებული დროა. მოგიწევთ დაკავდეთ ყოველდღიური მოსაწყენი საქმეებით, რაც ამ ნიშნისთვის კატორღას ნიშნავს. ამიტომ აღიჭურვეთ მოთმინებით. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავსაც და კოსმოსსაც დაუმტკიცოთ, რომ სერიოზული და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ხართ. და მაშინ ვარსკვლავებისგან ბონუსებს მიიღებთ.
ამ კვირაში კოსმოსის ბიოსფეროს გავლენა უფრო ჰარმონიული იქნება, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის კუთხით. ამიტომ ქალწულები უფრო აქტიურები და ენერგიულები გახდებიან. მიუხედავად ამისა, კვირის პირველ ნახევარში აუცილებელია ერთგვარი ტაიმ-აუტის აღება, რათა დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ ახალი წლისთვის. კვირის მეორე ნახევარი უფრო მსუბუქი იქნება. ეს კარგი პერიოდია უნარებისა და ნიჭის გამოსავლენად, მეგობრული და ნათესაური კავშირების აღსადგენად და ძველ მოწინააღმდეგეებთან შესარიგებლად. ამიტომ კვირის მეორე ნახევრის გავლა მეტი აქტიურობითაა შესაძლებელი.
სასწორებს ამ კვირაში ცხოვრების რიტმის შეცვლასა და ახლობლების წრეში მეტი დროის გატარებას ვურჩევთ. ეს ბევრად სწორი იქნება. შეძლებთ გარკვეული ოჯახური პრობლემების გადაჭრასა და ნათესავებთან უთანხმოების მოგვარებას. მოგეცემათ საინტერესო პროექტებში ფულის წარმატებით დაბანდების შანსი, მათ შორის, საკუთარ საქმეშიც. ამ თალსაზრისით მეტად ხელსაყრელია კვირის მეორე ნახევარი. წაიკითხეთ ვრცლად