რა არ უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს: არ დარეცხოთ ჭურჭელი, არ ჩაიცვათ შავი ფერის სამოსი, არ შეიჭრათ თმა და ა.შ. - Marao

რა არ უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს: არ დარეცხოთ ჭურჭელი, არ ჩაიცვათ შავი ფერის სამოსი, არ შეიჭრათ თმა და ა.შ.

2018-12-27 11:52:07+04:00

ახალი წელი მოდის და ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, დამდეგი წელი ნაყოფიერი, ბარაქიანი და წარმატებული იყოს. ეზოტერიკოსები კი თვლიან, რომ არსებობს გარკვეული რიტუალები და ჩვევები, რომლის დაცვაც აუცილებელია საიმისოდ, რომ მომავალ წელს ჩვენ ცხოვრებაში წარმატება მოვიზიდოთ. გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.

Image result for new year gif

• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ვალითა და ცარიელი საფულით.

• არ არის მიზანშეწონილი ახალი წლის დამდეგს რეცხვა, ხეხვა, წვრილმანი შრომა.

• თავი შეიკავეთ ნაგვის გადაყრისგან უშუალოდ ახალი წლის ღამეს.

• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ქაოსში, არეულ ოთახში.

• არ შეიძლება ახალი წლის ღამეს სამოსზე ღილების დაკერება.

• არ არის რეკომენდებული ახალი წლის საღამოს ფეხსაცმლის შეკეთება.

• არ შეიძლება ახალი წლის ღამეს ძველი ტანსაცმლის გადაგდება-გაჩუქება.

იხილეთ სრული სია