როგორია 2019 წლის დეტალური ასტროლოგიური ანალიზი ჩინური კალენდრის მიხედვით. ჩინურ კალენდარში 2019 წელი გარეული ტახის წელია.
"ჩინური მზის კალენდრის მიხედვით, ღორის წელიწადი იწყება 2019 წლის 4 თებერვალს. ჩინურ კალენდარში ის წარმოდგენილია ინ მიწით "ზეციურ ღეროში" და ღორით - "მიწიერ განტოტებაში". აღსანიშნავია, რომ ღორი შეიცავს იან წყალსა და იან ხეს. "ბაძიში", როდესაც ელემენტი ზეციურ ღეროშია მოსული, ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ ელემენტის თვისებები იქნება ყველაზე მეტად თვალსაჩინო მოცემულ დროის მონაკვეთში. ინ მიწა ყველაზე მზრუნველი და კეთილი ელემენტია 5 ელემენტს შორის. ასე რომ, წელიც გამოჩნდება სტაბილური, რბილი, დიპლომატიური, დახვეწილი, კეთილგანწყობილი. წინ წამოწეული იქნება ოჯახური ღირებულებები, მზრუნველობისა და ერთგულების თემები, ასევე, სტაბილურობა და პრაქტიკულ-მატერიალური ფასეულობები. ეს ყველაფერი პირველი შეხედვით. სიღრმისეულად კი, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში "ინ მიწა" ზის "ღორზე", ანუ ძალიან ძლიერ წყლის ცხოველზე.
რას გვაძლევს ეს, რომ წარმოვიდგინოთ: ღორი ინ ცხოველთა კატეგორიას განეკუთვნება, არადა, მასში შემავალი ელემენტები აბსოლუტურად საპირისპიროზე მიუთითებს. ღორი თავის თავში 2 ზეციური ელემენტის მატარებელია: დომინანტ ჩის - იან წყლის, ხოლო მეორად ჩის - იან ხის. იან ხე ინ მიწასთან შედის შერწყმის კომბინაციაში და ინ მიწად გარდაიქმნება, ანუ თამაშიდან გადის. საბოლოოდ გვრჩება ინ მიწა იან წყალთან მიმართებაში. ინ მიწამ კი ვითომდა უნდა გააკონტროლოს იან წყალი. რა ხდება აქ: ინ მიწა ბაძიში ეს იგივე ბაღის მიწაა: ნაყოფიერი, ნოყიერი, ნაზი, დახვეწილი.. მიწა 5 ელემენტის ციკლის მიხედვით აკონტროლებს წყალს, მაგრამ ამ შემთხვევაში წყალი იან ვექტორით არის, ანუ ძალიან აქტიური, იგივე ზღვა, ოკეანე, რომლის გაკონტროლებაც მხოლოდ იან მიწას (ანუ მთას) ძალუძს! ნაზ და ნაყოფიერ ინ მიწას მისი გაკონტროლება პრაქტიკულად არ შეუძლია.
რომ წარმოვიდგინოთ, გამოვა ასეთი სურათი: ამღვრეული ჭუჭყიანი წყალი, ქვიშიანი ნაპირი, რომელიც ისრუტავს წყალს ან სულაც ჩაძირული მიწა. ახლა განვიხილოთ, რას წარმოადგენს წყლის ელემენტი: პირველ რიგში, ეს ინფორმაციაა, საუბარი, ასევე, ინტუიცია, შიში, შინაგანი განცდები, შეგრძნებები, თავში ჩაღრმავება, დეპრესიულობაც. როგორი შეიძლება იყოს ინფორმაცია, როდესაც ის ამღვრეული წყლით არის წარმოდგენილი: ძნელი გასარჩევი იქნება ტყუილი და მართალი, ინტუიცია კი - არცთუ ისე უშეცდომო. გაგრძელება