გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ ცაგარელთან. ასტროლოგი განიხილავს 2019 წლის ავკარგიანობას ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2019 წელი გამორჩეული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით?
- ყველაზე წარმატებული იქნება მშვილდოსნისთვის, იმიტომ, რომ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადის მშვილდოსანს. ამიტომ, ყველაზე მეტი შანსები ექნება ამ ნიშანს. უნდა იყოს ძალიან აქტიური და ენერგიული. შემდეგ მოდის ვერძი და ლომი. ცეცხლის სტიქიის სამივე ნიშანი, ყველაზე კარგი წელიწადი მათ აქვთ. თან ლომის ზოდიაქოს გადის მფარველი ანგელოზი. ყოველ შემთხვევაში, აგვისტოს ბოლომდე და ისიც ეხმარება. შემდეგ კურო, გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, 2019 უფრო წარმატებულია მისთვის. წლის მეორე ნახევარი, სადღაც აგვისტოს ბოლოდან წლის ბოლომდე კარგი იქნება ქალწულებისთვის. აქ აქვთ შანსი, რომ აინაზღაურონ გარკვეული დანაკარგები და უფრო მეტად ახალი პერსპექტივები შეიქმნან. ტყუპები უკეთესად იგრძნობენ თავს და ასევე, სასწორებიც.
მერწყულს რთული პერიოდი აქვს 5 მაისამდე: მეგობრული ღალატი, თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციები, სხვადასხვა სახის პროვოკაცია, პრობლემები ჯანმრთელობასთან -ეს ყველაფერი წინა პლანზე აქვს. ამიტომ უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. მე არ ვურჩევ მერწყულებს რაღაც ახალი საქმეების, გრანდიოზული საკითხების გადაწყვეტას 5 მაისამდე. მერე გაცილებით უკეთესი პერიოდი აქვთ.
პირიქით აქვთ თევზებს. 5 მაისამდე ძალიან კარგი პერიოდი აქვთ თევზებს და უნდა იაქტიურონ. კარგი შესაძლებლობები აქვთ ყველა დონეზე, მათ შორის, შემოქმედებითი კუთხით, ხოლო 5 მაისის შემდეგ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა მერწყულიდან გადადის თევზების ზოდიაქოში წლის ბოლომდე. მათ შორის მეტი მიძალება ალკოჰოლური სასმელებისადმი, ნარკოტიკული ნაერთებისადმი, ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი. მეტი იქნება დეპრესიული მომენტები, ხასიათის ცვალებადობა, მეგობრული კონფლიქტები და ა. შ. ილუზიებში ყოფნის ტენდენცია მაღალია, შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სექტემბერ-ოქტომბერში. ეს ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნება მათთვის, იმიტომ, რომ ნეპტუნის და შავი მთვარის შეერთება მოხდება. ამიტომ აქ ილუზიების, მოტყუების და დეპრესიის პერიოდი იქნება ყველაზე მაღალი. ამიტომ, თევზებს ვურჩევ, რომ აგვისტოში ან სექტემბერში აუცილებლად დაისვენონ, რათა ნერვული სისტემა გაიმაგრონ, ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად მშვიდად შეხვდნენ. დანარჩენი ნიშნებისთვის მეტ-ნაკლებად საშუალოა.
- 2018 წელი თხის რქებისთვის მძიმე წელი იყო. 2019 როგორი წელი იქნება მათთვის?
- წელს უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან თავიანთ ვარსკვლავურ პერიოდს. ეს არის 2020 წელი. ყველაზე კარგი და ძალიან ძლიერი. 2019 უკვე ამზადებს ფუნდამენტს 2020 წლის წარმატებისთვის. 2017-18 წლებთან შედარებით, 2019 უკეთესია. უფრო სტაბილურია. განაგრძეთ კითხვა