კვირის პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან:
ვერძი
სასიკეთო კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი გეგმების დასასახად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ახალი პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, უმჯობესია, აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში გამოიჩინოთ, რადგან 12 იანვრის შემდეგ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა მოგიწევთ.
კურო
აქტიური და პოზიტიური ცვლილებების მომტანია კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნაკლისა და ღირსების ობიექტურად შეფასებას და იმიჯის, ბინის ინტერიერის შეცვლას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და საინტერესო ადამიანების გაცნობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოებლად, ცოდნის შესაძენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ტყუპები
საკმაოდ რთული კვირაა, რადგან თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან და განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან ურანისა და იუპიტერის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, მოიმატებს ეჭვიანობა, დაკარგავთ დაცულობის შეგრძნებას და ადამიანთა ნდობას, გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება გარშემომყოფებთან და იძულებული გახდებით, ჩაებათ არასასიამოვნო დაპირისპირებაში. მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. ეცადეთ, შეაფასოთ მოვლენები ობიექტურად, არ აჰყვეთ ილუზიებს და ზედმეტად არ გაგიტაცოთ ოცნებებმა.
კირჩხიბი
მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ სირთულეების დაძლევა. ყველაზე მძიმე პლანეტების - მარსისა და სატურნის დაპირისპირება განსაკუთრებით თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე აისახება ნეგატიურად და ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და საქმიან პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე მაღალია კონფლიქტების ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს და გაგიფუჭებთ რეპუტაციას.
ლომი
საკმაოდ რთულ და დატვირთულ კვირაში ვერ შეძლებთ მოდუნებას და დასვენებას, რადგან დაძაბულობა პირველ ნახევარში კვირის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება. პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან, რაც სერიოზულად შეარყევს თქვენს ავტორიტეტს. მით უფრო, რომ ურანის დაპირიპირება მზესთან და აღმავალ კარმულ კვანძთან უფრო მეტად დაამძიმებს კონფლიქტებს და გაამწვავებს უთანხმოებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ხარჯები, მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან არაა გამორიცხული, მოტყუებული აღმოჩნდეთ და სერიოზულ ხიფათშიც გაებათ.
ქალწული
ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, დაასრულოთ ყველა საქმე და განახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, რადგან სწორედ ახლა გექნებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სასიკეთო ცლილებების განხორციელების და წარმატების მიღწევის შანსი. კვირის ბოლოს კი, იუპიტერის და ვენერას დაპირისპირება ნეპტუნთან ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, მაღალია უთანხმოების და კონფლიქტების წარმოშობის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი პირდაპირობისა და გარშემომყოფთა კრიტიკისგან, პრეტენზიის გამოთქმისა და სარკასტული გამონათქვამებისგან, რადგან აუცილებლად საპასუხო რეაქციას მიიღებთ, რაც სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.
გაგრძელება