ჯესიკა ლანიადუ ამერიკელი ასტროლოგია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ ჟურნალ "გლამურთან". ასტროლოგიაში მისი მიმართულება სიყვარული, სექსი და ურთიერთობებია. გთავაზობთ ჯესიკას რჩევებს, თუ 2019 წელს პირად ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა და ჰარმონიის მიღწევა გსურთ:
ვერძი
თუ ურთიერთობა ჩამყაყებულ ჭაობს დაემსგავსა და, მცდელობის მიუხედავად, დინამიკა ვერ დაუბრუნეთ, წერტილი დაუსვით მას. საკუთარ თავში შეძლებთ სათანადო გამბედაობისა და ძალის პოვნას, რომ ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე განაგრძოთ.
თუ მარტო ხართ, გადაერთეთ კარიერულ წინსვლაზე და სიყვარული თავისით, ზედმეტი ძებნის გარეშე გეწვევათ.
კურო
ნურავის მისცემთ თქვენი შეცვლის უფლებას. რაც უფრო მეტს დათმობთ, პარტნიორიც მეტს მოითხოვს თქვენგან. გაესაუბრეთ და აუხსენით, რომ სიყვარული არ არის აღზრდა; სიყვარულია, როცა ადამიანს იღებ თავისი ნაკლოვანებებითა და პლუსებით.
ტყუპი
წვრილმანებზე ნუ წამოეკიდებით მეორე ნახევარს. პატარ-პატარა კონფლიქტები, თუ სისტემურ სახეს იღებს, საბოლოოდ ურთიერთობას ვნებს. მავნე ჩვევები ხელს გიშლით პირადი ცხოვრების დალაგებაში, ამიტომ თუ გადაჭარბებულად სვამთ, ეწევით ან გამაბრუებელ საშუალებებს მოიხმართ, დროა, დოზა შეამციროთ, უკეთეს შემთხვევაში კი საერთოდ მოეშვათ.
კირჩხიბი
ნუ შეწირავთ თქვენს კეთილდღეობას მეორე ადამიანს. ზედმეტად თავდადებული და მზრუნველი ხართ. გახსოვდეთ, თუ საკუთარი თავი არ გეყვარებათ, სხვებიც ვერ შეგიყვარებენ. არჩევანის წინაშე მდგარმა ჰკითხეთ თავს: ,,ჩემთვის რა სჯობს?" გაითავისეთ, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა მიდიოდეს და არა მხოლოდ თქვენ.
ლომი
ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია. შეეშვით წარსულში ყურებას, ტირილს, ვაებას და იმ ადამიანის ლოდინს, რომელიც უკვე გამოგემშვიდობათ. წინ სასიამოვნო მოვლენები გელით და უაზრო მიჯაჭვულობით ნუ ჩაიშხამებთ.
ქალწული
თუ მეორე ნახევარი კარიერულ წინსვლაში ულტიმატუმების წამოყენებით გიშლით ხელს, დროა, სერიოზულად გაესაუბროთ და აუხსნათ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ამავდროულად, ძალიან გრძელია იმისთვის, რომ რუტინაში გაატაროთ; სცადეთ, გააგებინოთ, რომ წარმატების მიღწევა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ,,ჩვეულებრივი" ცხოვრება არ გსურთ, რაღაც უფრო დიადისთვის გაჩნდით.
სასწორი
ტყუილად იტანჯავთ თავს სინანულით. სინანული აღარაფერს შეცვლის, როცა ურემი გადაბრუნებულია და გზა ჩანს. ნუ შეგრცხვებათ პარტნიორთან თქვენი ნამდვილი სახის გამოჩენის. ეჭვიანი ხართ? მისი ყურადღება გამუდმებით გჭირდებათ? მოგბეზრდათ ერთფეროვნება და რომანტიკული სიურპრიზი გსურთ? დაე, იცოდეს!
წაიკითხეთ სრულად