მიხეილ ცაგარელმა "იმედის" ეთერში ისაუბრა ყველაზე კრიტიკულ პერიოდზე, რომელშიც ზოდიაქოს ნიშნებმა 14 იანვრიდან შეაბიჯეს. "21 იანვარს გველის მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება ფსიქოზის ერთ-ერთი მიზეზი ხდება ხოლმე. ფსიქიატრებმა ეს კარგად იციან.
კვირას - 20 იანვარს მზე დატოვებს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა მერწყულში, რაც 21-22 იანვრიდან დადებითად აისახება ყველა მერწყულის ცხოვრებაზე. მანამდე კი საჭიროა, სიფრთხილე გამოიჩინონ, რომ მათთვის რთულმა პერიოდმა კუდი არ მოიქნიოს. 20 არის გეომაგნიტური დღე. საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ დაზიანებული.
21 იანვარს, მთვარის დაბნელებისას, განსაკუთრებით გაუჭირდებათ ქალებს. მამაკაცებს მოუწევთ მათ მდგომარეობაში შესვლა და თანაგრძნობის გამოხატვა. გაგრძელება