მთვარე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. გთავაზობთ 2019 წლის 5 თარიღს, როდესაც ეს ციური სხეული ცხოვრებას გაგირთულებთ:
20 იანვარი: ”მგლის მთვარე"
ასტროლოგები 20 იანვარს მთვარის ტოტალურ დაბნელებას და, ამავდროულად, სავსემთვარეობას ელოდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთვარე დედამიწის ჩრდილში სრულიად მოექცევა. ჩვეულებრივ, იმ დღეს, როდესაც ”მგლის მთვარეა" მოსალოდნელი, საღამოს, მზე რომ ჩადის, ცა წითლდება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ასტროლოგი მსგავს მთვარეს ”სისხლიანსაც" უწოდებს. როგორ აისახება ”სისხლიანი მთვარის" მოსვლა თქვენს ცხოვრებაზე? მოსალოდნელია აყალმაყალი სამსახურში ან ოჯახში, გაიზრდება ადამიანთა გაღიზიანების დონე, მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო დანევროზდა და ყველა რაღაცას გერჩით. კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნობთ თავს, ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ან მწარედ შეცდებით.
19 თებერვალი: ”თოვლის მთვარე"
19 თებერვალს მომდევნო სავსემთვარეობა გველოდება. ამ დროს მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში აღმოჩნდება.
მოგიწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა, გაიწელება პროექტები, წარმოიშვება სირთულეები, რომელთა გადასალახად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. საჭირო გახდება მსხვერპლის გაღება. ამ ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდებათ.
19 თებერვალს ერთმანეთს ხვდებიან მერკური და ნეპტუნი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და ამძაფრებს. თქვენი ქვეცნობიერი მოგაწოდებთ ინფორმაციას, რომელსაც წინათ მთელი არსებით უარყოფდით და არ აღიარებდით. წაიკითხეთ ვრცლად