გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ ვინ დაამტკიცეს ვარსკვლავებმა ეტალონური ქალის როლზე.
გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია იდეალი? მაშინ ჩვენს ასტროლოგიურ რეიტინგს გაეცანით.
მე-12 ადგილი - ტყუპი
ტყუპს არ აინტერესებს, თუ როგორ ხედავთ თქვენ ქალის ეტალონს და მით უმეტეს ის, თუ როგორი გსურთ, რომ ის იყოს. ამიტომ, თქვენი ყველა წარმოდგენა იდეალურ ქალზე ტყუპთან მიმართებაში უძლურია.
მე-11 ადგილი - ქალწული
ქალწულისთვის ყველანაირი ჩარჩო არალოგიკურია, მითუმეტეს გენდერული, ამიტომ ეს საკითხი, არც მისთვისაა საინტერესო.
მე-10 ადგილი - მშვილდოსანი
ამ ჰოროსკოპიდან მშვილდოსანი შეიძლება გამოვრიცხოთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ შეგვიძლია. ამიტომ წინასწარ გვინდა მას ბოდიში მოვუხადოთ. მაგრამ არა მე-10 ადგილისთვის, არამედ იმისთვის, რომ საერთოდ გავბედეთ სიტყვა „მშვილდოსანთან“ „ეტალონი“ გვეხსენებინა. ეტალონი, რა თქმა უნდა, იდეალურია, მაგრამ ის ხომ შეუცვლელია.
მე-9 ადგილი - ვერძი
საშიში ქალია! იმ გაგებით, რომ საშინლად ჭკვიანი, ლამაზი და სექსუალურია. უცქირე, მაგრამ არ შეეხო - ყოველშემთხვევაში უნებართვოდ.
მე-8 ადგილი - თხის რქა
თხის რქებს საერთოდ არ ესმით რა არის ეს ქალის ეტალონი ან რისთვისაა საჭირო? მისთვის მთელი ეს გენდერული სტერეოტიპები სისულელეა. ხოლო, ვინც თხის რქისგან ტიპიურ ქალურ მოქმედებას მოითხოვს, ძალიან გარისკავს.
მე-7 ადგილი - კურო
კუროს ძალიან მოსწონს ქალურობა და ვიდრე ახალგაზრდა კურო ქალბატონი ზის და წამწამებს ლამაზად ახამხამებს, გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ქალის ეტალონი სწორედ ის არის. მაგრამ სამწუხაროდ კუროს მთელი ცხოვრება ჯდომა არ შეუძლია.
მე-6 ადგილი მერწყული
იდეალური ქალი, რომელიც ყველას ერთი შეხედვით უყვარდება. და პრობლემაც აქ არის, რადგან მერწყულს არავის შეყვარება არ სურს. მას მეგობრობა სურს, რადგან ეს უფრო საინტერესო და საიმედოა.
მე-5 ადგილი - კირჩხიბი
კირჩხიბებს ძალიან სურთ ქალის ეტალონად ყოფნა, მაგრამ რცხვენიათ ან ეშინიათ. ამიტომ გამოიგონებენ ხოლმე ქალურ არქეტიპს - მაგ: ქალი დედა და ამას სრულყოფილებამდე აიყვანენ.
მე-4 ადგილი - თევზები
თითქმის ქალის ეტალონი. მამაკაცთა გულების დამპყრობლები, რომლებსაც არაფრის გადაწყვეტა არ სურთ, მხოლოდ კაბები და ხელით ტარება უნდათ. თუმცა სინამდვილეში უნდათ, რომ ყველამ თავი დაანებოს და უხეში რეალობით მათ შინაგან იდეალურ ქალურ სამყაროში არ შეიჭრნენ.
მე-3 ადგილი - ლომი
ყოველშემთხვევაში თავად ლომებს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარებათ, რომ ეტალონური ქალები სწორედ ისინი არიან და ქალურობა ყველამ მათგან უნდა ისწავლოს.
მე-2 ადგილი - მორიელი
მორიელი, ეს ხომ გარყვნილი და მანკიერი ქალის ეტალონური განსახიერებაა. როგორც იტყვიან ეშმაკი კაბაში ჰყავს. და მათთვის, ვინც მისმა ქალურობამ აცდუნა, ჩივილი დაგვიანებულია.
1-ლი ადგილი - სასწორი
და აი ისიც - ეტალონი, რომლის ადგილას ყოფნა ყველა ქალს სურს. და თუ მათ ჰკითხავთ თუ რატომ, გიპასუხებენ, რომ სასწორები იდეალურად აერთიანებენ მათში ყველა ქალურ თვისებას, ხოლო ნაკლს ღირსებად წარმოაჩენენ. და იცით რატომ? იმიტომ, რომ სასწორები არასდროს წუხან „არიან თუ არა საკმარისად ქალურები?“, უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრებით ტკბებიან, რასაც ყველა ჩვენგანსაც გვისურვებენ.
წყარო: cosmo.ru