ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა ახლა ნეგატიურ ენერგოველშია და სწორედ ამიტომ გახშირდა უბედური შემთხვევები. 21 იანვარს ერთად მოხდა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. რა გავლენას მოახდენს ეს დედამიწაზე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს სჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, ამის თაობაზე მიხეილ ცაგარელი „რეიტინგს“ ესაუბრა.
- დღეს, 9 საათსა და 14 წუთზე იყო პიკი, როდესაც მოხდა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთად. ეს არის სამმაგი მთვარის დაბნელება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაზე.
მთვარის დაბნელებას წინ, ყოველთვის უძღვის მზის დაბნელება. მზის დაბნელება ჩვენ გვქონდა 6 იანვარს და შესაბამისად, კოსმიური დაბნელებების რთული დერეფანი გავიარეთ, თუმცა სირთულეები ჯერ არ დამთავრებულა.
მთვარის დაბნელების დროს დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის, მათი ანტაგონიზმი კი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. იწვევს დაძაბულობას, ტრავმებს, კონფლიქტებს, ეკონომიურ ავარიებს და ა.შ. შეიძლება ადამიანი არაადეკვატური იყოს ამ დროს და ვერ ახსნას, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.
- როდემდე გაგრძელდება ეს რთული პერიოდი?
განაგრძეთ კითხვა