2019 წლის თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - Marao

2019 წლის თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

2019-01-22 13:18:45+04:00

პირადი ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეკითხვები დაგიგროვდათ და გაინტერესებთ, რა გელოდებათ თებერვალში, გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

თებერვალი აღმოჩნდება თვე, როდესაც ნამდვილად ვერ მოიცლით სიყვარულისა და რომანტიკისთვის. ზოგიერთ ვერძს აწყენინებს საყვარელი ადამიანი, ან თხოვნაზე უარს ეტყვის და გულს დაწყვეტს. მარტოხელა ვერძების ცხოვრებაში გამოჩნდებიან სერიოზული ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ ვერძი გადაწყვეტს, ხელი ჰკრას მას. ნუ იჩქარებთ მის გაგდებას.

კურო

თებერვალში ზოგიერთი კურო იგრძნობს, რომ მისი პირადი ცხოვრება საგრძნობლად გამოშრა, განსაკუთრებით კი, ისინი, ვისაც 2018-მა წელმა მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები აჩუქა. ამ ნიშნით დაბადებულებს, რომლებიც

არცთუ ისე დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, წვრილმანი პრობლემების გადაჭრა მოუწევთ. გამორიცხული არ არის მოკლევადიანი დაძაბულობა და კონფლიქტი პარტნიორებს შორის, რაც სწრაფადვე მოგვარდება, თუ გამოიჩენთ მოთმინებას და მიმტევებლობას. მარტოხელა კუროებისთვის თვის ბოლო კვირა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება. კურო, რომელიც დიდი ხანია რომანტიკას გაურბის, აღმოაჩენს, რომ მარტოობამ დაღალა.

ტყუპი

თებერვალში ტყუპი წარსულ ურთიერთობებს გადაავლებს თვალს და გააცნობიერებს, რომ გაიზარდა, ფასეულობები შეეცვალა და შეცდომებზე ისწავლა. თებერვალში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც აღარასდროს დაგავიწყდებათ. ტყუპი, რომელსაც მეორე ნახევარი ჰყავს, მისგან სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული გაუტეხეს და მის მერე მარტოობას ამჯობინებს, თებერვალში პოტენიურ მეუღლეს შეხვდება. ამიტომ ფართოდ გაახილეთ თვალები და დააკვირდით ხალხს, რომელიც თქვენ გარშემო ირევა.

კირჩხიბი

თქვენი პარტნიორი ძალიან დაიღალა... თქვენც დაიღალეთ. იანვრის ბოლო კონფლიქტებით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კვირამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. საქმე ისაა, რომ უთანხმოებები არ დასრულდება, სანამ რაიმეს არ შეცვლით. კარგად გააანალიზეთ მიზეზი და მოსპეთ, ან თუ არ ამოძირკვავთ, შეამსუბუქეთ მაინც, რომ ასეოდენ მწვავედ აღარ აღიქვამდეს თქვენი პარტნიორი. თებერვალი, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაუთმოთ პირადი ,,ფრონტის" მოწესრიგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი შეგეშლებათ სამსახურშიც და სწავლაშიც. თუ ამას შეძლებთ, ნამდვილად გახდებით წყვილი, რომელსაც ვეღარაფერი დაამარცხებს.

მარტოხელა კირჩხიბებო, დროებით მიჰყევით დინებას და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ლომი

თავისუფალ ლომებს ჰობი დაეხმარებათ პარტნიორის პოვნაში. ამიტომ თებერვალში აუცილებლად გამონახეთ დრო და დაკავდით იმით, რაც გსიამოვნებთ. არ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და ნურავის გაისტუმრებთ უარით, თუ წვეულებაზე დაგპატიჟებენ. ის ლომები, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთობაში არიან, როგორც იქნა, მიაღწევენ ნანატრ სიმშვიდესა და ჰარმონიას. თებერვალში სრულად შეიგრძნობთ იმ პლუსებს, რომლებიც სიყვარულს ახლავს თან. ელოდეთ შეყვარებულის/მეუღლის თანადგომას ყველა საკითხში.

Astrologia

ქალწული

თებერვალი ქალწულებისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილურად ჩაივლის. დადებით ძვრებს მარტიდან უნდა ელოდოთ. თქვენს ურთიერთობაში მხოლოდ მარტიდან გაიზრდება ჰარმონიისა და ბედნიერების მაჩვენებელი.

მანამდე კი მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა. დაკარგული თავდაჯერებულობა უნდა აღიდგინოთ. ნუ ელოდებით გარემომცველი საზოგადოებისგან დაფასებას, თქვენი მეორე ნახევრისგანაც კი, თუ თავადვე არ სცემთ თავს პატივს. პარტნიორთან ამ თვეში ისეთ საკითხებზე საუბარი მოგიწევთ, რომლებიც წინათ არასდროს განგიხილიათ. შესაძლოა, ამან უფრო დაგაახლოვოთ კიდეც. თავისუფალი ქალწულების დიდი ნაწილი კარიერაზე იქნება გადართული. ამიტომ სიყვარულზე საფიქრელად დრო, ფაქტობრივად, არ დაგრჩებათ, თუმცა ის ქალწულები, რომლებიც ახალი დაშორებულები არიან ყოფილ-შეყვარებულთან/მეუღლესთან, მონატრებას და სევდას იგრძნობენ.

სასწორი

გასულ წელს ურანმა ცოტათი გაგაწვალათ და რომანტიკული ურთიერთობა აგირიათ. სამაგიეროდ, 2019 წელს გაცილებით უფრო გამარტივდება საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია და ერთმანეთის გაგებას ხშირად უსიტყვოდაც შეძლებთ. თებერვალში გაუმჯობესდება თქვენი სქესობრივი ცხოვრება. გამოსცდით სიამოვნებას, რომელიც უწინ არასდროს მიგიღიათ. ამ ნიშნით დაბადებულმა ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ორიენტაცია და ცხოვრების სტილი. დაოჯახებულ სასწორებს ახალი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებიან, თუ მეუღლეს არ დაიხმარენ.

ნუ მოგერიდებათ მისი შეწუხება, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს. გახსოვდეთ, ცოლ-ქმარი ერთი ორგანიზმია.

გააგრძელეთ კითხვა