ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: შემთხვევა და დამთხვევა არ არსებობს

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: შემთხვევა და დამთხვევა არ არსებობს
დიდი ხნის უნახავ მეგობარს მოულოდნელად შეხვდით? დაინახეთ, რომ ვიღაც იმავეს აკეთებს, რასაც თქვენ? თუ თქვენს ნათქვამს სხვისი ნათქვამი დაემთხვა? იცით, რომ ნებისმიერ დამთხვევას თავისი ახსნა აქვს?

სინქრონულობა და დამთხვევის მეცნიერული ახსნა

ამ ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია - ყოველი დამთხვევა და ყოველი შემთხვევაც. ყველაფრის მიზეზი სინქრონიზაციაა. იცით გამოთქმა: "მასწავლებელი მაშინ მოდის, როცა მოსწავლე მზადაა"? ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება სინქრონიზაციას. თუ სინქრონირებული ხართ იმასთან, რაც გსურთ, მისი მიღების შანსი მატულობს. უბრალოდ რომ გითხრათ, თქვენ და თქვენი სურვილი ერთ განზომილებაში
ხვდებით.
Image result for Meditation connects gif

სინქრონიზაციის დამყარების საშუალება

როგორ? - მთავარი კითხვა. სხვათა შორის, სინქრონიზაცია იმ ადამიანებთნ უფრო მუშაობს, ვისაც მისი სჯერა. ამიტომ, ნუღარ ამტკიცებთ, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, თორემ განგება შეამცირებს თქვენთვის საჭირო დამთხვევების გამოგზავნას.
დაამყარეთ მჭიდრო კავშირი საკუთარ მესთან. შემდეგ გწამდეთ, რომ ის, რაზეც ფიქრობთ, აგისრულდებათ და მიეცით სურვილს უფლება, ასრულდეს.

მოდი, განვიხილოთ: სინქრონიზაცია ჩვენი სურვილების, მისწრაფებების, მოთხოვნების ანარეკლია. რაც უფრო მეტად გსურთ, ფიქრობთ, აანალიზებთ, მით მეტად ახდება.
გარდა ამისა, სინქრონიზაცია დაგეხმარებათ, უფრო თავდაჯერებული გახდეთ. თქვენ გარშემო ჰარმონია დაისადგურებს.

Image result for Meditation connects gif

მოვლენების შეცვლას შეძლებთ

თუ მუდმივად ფიქრობთ, რომ რამე ცუდი უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება. ჰოდა, რატომ კარგზე არ ფიქრობთ? არ გინდათ, კარგი ამბები ხდებოდეს თქვენ გარშემო?

შემთხვევითი შეხვედრების ახსნა

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ შემთხვევითი შეხვედრები არ არსებობს. თქვენ ვიღაცაზე გაიფიქრეთ, სამყარომ დააკავშირა ეს მოვლენა კონკრეტულ ფაქტს და გამოგიგზავნათ იგი. შეიძლება ვიღაცაზე გაიფიქროთ და ის დაგირეკავთ. თქვენ მოისურვეთ, სამყარომ ის ადამიანი გამოგიგზავნათ. ასევე ხდება ციფრების, მოვლენების შემთხვევაშიც. რაზეც ფიქრობთ, სამყარომ იმის სინქრონიზაცია მოახდინა. იფიქრეთ პოზიტიურად და სამყაროც პოზიტიურ სინქრონიზაციას შემოგთავაზებთ.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31