რამდენად წარმატებით დასრულდება იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის? საინტერესოა, როგორ ტრანსფორმირდება თქვენი ცხოვრება. გაეცანით იანვრის ბოლო კვირის ტაროსკოპს.
ვერძი
ტაროს მიხედვით, ამ ნიშნით დაბადებულთა ყოფა ამ კვირაში საგრძნობლად შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარია, შეინარჩუნოთ დაწინაურებული მდგომარეობა და არავის მისცეთ უფლება, უკან დაგხიოთ. სამსახურში ინდივიდუალიზმის გამოვლენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, გაიჩინოთ ფარული მტრები. ისინი ეცდებიან, ჭორაობით დაგაზარალონ მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით.
კურო
ტარომ აჩვენა, რომ იანვრის ბოლო კვირა და თებერვლის დასაწყისი კუროებისთის ფინანსური აღმავლობის პერიოდია. ვარსკვლავების მიერ ბოძებული შესაძლებლობის გამოსაყენებლად: შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და იყავით თავდაჯერებულები. ამ ნიშნით დაბადებულებს, როგორც იქნა, დააფასებენ, არც საქებარ სიტყვებს მოაკლებენ და არც წახალისებაზე ეტყვიან უარს. შესაძლოა, სამსახურში მოწინავე პოზიციებზეც კი გადაინაცვლონ.
ტყუპი
ტარო ტყუპს მკაცრად აფრთხილებს, რომ ისე მართებს წონასწორობის შენარჩუნება, როგორც არასდროს. ბევრი სადავო საკითხი იჩენს თავს. მოსალონდელია გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩენა. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ავადმყოფებთან ურთიერთობას. კარგი პერიოდია შვებულების ასაღებად და დასასვენებლად. ამ ნიშნით დაბადებული, რომელიც რთულ სტუაციაში აღმოჩნდა გასულ კვირას, ტაროს მიხედვით, მალე გამოსავალს იპოვის. მთავარია, ყველა ალტერნატივა განიხილოს.
კირჩხიბი
ტაროს მიხედვით, გელოდებათ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ცვლილებები. საზოგადოებაში იმაზე მეტი პატივისცემის მოპოვებას შეძლებთ, ვიდრე ახლა გაქვთ. ფინანსური კუთხით, კირჩხიბებისთვის იანვრის ბოლო კვირა რთული იქნება. ეცადეთ, რომ პოზიტიურად შეეგებოთ წინააღმდეგობებს. ემოციები დროებით დაივიწყეთ და ცივი გონებით განსაჯეთ. ნურავის, მით უმეტეს, საკუთარ თავს, მისცემთ უფლებას, წარმატებაში ხელი შეგიშალონ. საბოლოოდ, მიიღებთ მაინც იმას, რაც ცხოვრებისგან გსურთ.
ლომი
ლომებისთვის მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. ტაროს მიხედვით, იანვრის ბოლო კვირაში ლომების ნაწილს ფიზიკური დაზიანება ელით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ერიდოთ საეჭვო სიტუაციებს. ნუ წახვალთ ღამის კლუბში ან რესტორანში. მოერიდეთ გადაჭარბებული სიჩქარით მგზავრობას. კარგი იქნება, თუ თავს სიყვარულის უფლებას მისცემთ და ახალ ურთიერთობას დაიწყებთ ადამიანთან, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ.
წაიკითხეთ ყველა ნიშანი