თხის რქა არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეათე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. თხის რქის ზოდიაქო განსხვავდება თხის რქის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 იანვრიდან 15 თებერვლამდე მოძრაობს.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის მმართველია სატურნი. თანამმართველია ურანი. თხის რქის ზოდიაქოში "ეგზალტირებულია" მარსი, "დაცემულია" იუპიტერი და ნეპტუნი, "გამოძევებულია" მთვარე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თხის რქის ძირითადი მინერალია ქრიზოპრაზი.
როგორი იქნება 2019 წელი თხის რქებისთვის?
♑ დასრულდება პესიმიზმი!
♑ ცუდი პერიოდების დასასრული! 2019 წელს უკვე ოპტიმისტურად მიუდგებით ყველაფერს. დროა, ყველაფერი ცუდი წარსულში დატოვოთ.
♑ სატურნის გაძევების შემდეგ თქვენი ნიშანი იუპიტერის მფარველობის ქვეშ დადგება, ეს კიდევ, რა თქმა უნდა, კარგის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ, რომ 2018 წელს სატურნი დომინირებდა...
♑ გაიღვიძებთ ერთ მშვენიერ დილას და იტყვით - "რატომ უნდა ვიყო ცუდად?"
♑ თებერვალი, მარტი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი და ნოემბერი - ჩამოთვლილი თვეები კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ბედნიერი წუთები გელოდებათ!
♑ ცოტას თუ იწვალებთ, შესანიშნავი წელიწადი იქნება თქვენთვის. რა თქმა უნდა, სახლში ჯდომით არაფერი გამოვა...