თუ გსურთ, რომ სიახლეებსა და მოსალოდნელ მოვლენებს მზად დაუხვდეთ, გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
თქვენი მფარველი პლანეტა მარსი დისციპლინისა და წარმატების ფაზაში ინაცვლებს. 2019 წლის 6 თებერვალს თავს ისე კარგად იგრძნობთ, როგორც არასდროს. ამ თარიღიდან მარტივად შეძლებთ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თებერვლის დასაწყისში მარსი გაბედულობას შეგძენთ, გამოიმუშავებთ ორგანიზების უნარს. გახდებით უფრო ინოვაციურები. იყავით თავის მსაჯული, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარი ქმედებების სისწორეში, რათა წარმატებისკენ მიმავალი გზა არ დაიხშოთ.
ახალი მთვარე თქვენს მეათე სახლშია. ასე რომ, დროა, გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ სიახლის მოყვარულნი არ ხართ, პირველ კვირაში კარიერული ცვლილებები გელოდებათ. ეს ის დროა, როცა ახალი კალაპოტის გაკვლევა მოგიწევთ და დილემის წინაშე აღმოჩნდებით. მიღებული გადაწყვეტილება ცხოვრებას შეგიცვლით.
თებერვლის დასაწყისში ტყუპებმა საკუთარი რესურსი უნდა დააინვესტირონ. მიჰყევით თქვენს ღირებულებებსა და სურვილებს. პლანეტები პირად ურთიერთობებში უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ. ამის მიუხედავად, თავადვე გაკვირვებული დარჩებით, როგორ ადვილად შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მეგობრებისა და ოჯახის წევრების არნახულ მხარდაჭერას იგრძნობთ. ასევე, შეხვდებით რამდენიმე საინტერესო ადამიანს. ისინი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ 6 თებერვლის შემდეგ მარსი მოგზაურობს თქვენს მეშვიდე სახლში, ანუ ურთიერთობის არენაზე. ეს მოვლენა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შესაძლებლობა გეძლევათ, თავი კომფორტულად იგრძნოთ. კირჩხიბებისთვის ცხოვრების ნანატრი პერიოდი დგება და ისღა დარჩენიათ, სულ ცოტაოდენი მოთმინება გამოიჩინონ და უკან ჩამოიტოვონ წარსული.
იმ კირჩხიბებს, რომლებსაც გვერდს საყვარელი ადამიანი უმშვენებს, 2019 წლის თებერვლის დასაწყისში პლანეტები ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდებიან. მთავარია გვერდით ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელიც მათ აფრთიანებს და დაცულად აგრძნობინებს თავს. ისინი კი, ვინც ეულად არიან, აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათი მეგობარი გახდება. თებერვლის დასაწყისში მტრულად განწყობილ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. შესაძლოა პრემიაც მიიღოთ ხარისხიანი სამუშაოსთვის. ასევე, მთავარი ფიგურა გახდებით გაყიდვების სფეროში.
ლომი
ვენერა, სიყვარულისა და მადლიერების პლანეტა, თქვენს მე-7 სახლშია. ის გეხმარებათ, ჩამოაყალიბოთ საუკეთესო სასიყვარულო ურთიერთობა. ისღა დაგრჩენიათ, თავადაც იზრუნოთ ახალი კავშირის დამყარებაზე. ლომების ნაწილი ჩაუღრმავდება საკუთარ თავსა და შეიცვლის შეხედულებებს. იყავით უშუალო, ეს კომუნიკაციის უნარს გაგიუმჯობესებთ. თებერვლის პირველი კვირა საუკეთესო პერიოდია მიზნის მისაღწევად.
ქალწულები გადაწყვეტენ, რომ ყოველდღიური რუტინა დაარღვიონ. თებერვლის დასაწყისი თქვენთვის შფოთვის, მარცხებისა და ინტელეტუალური განვითარების პერიოდია. პლანეტები საუკეთესო ცვლილებებს გპირდებიან. ქალწულების უმეტესობას მოგზაურობა ელის. მნიშნელოვანი სიახლეებია პირად ურთიერთობებშიც, გაიცნობთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების აღმოჩენა გახდება. მოსალოდნელია საკუთარი ბიზნესის დაფუძნებაც. მთავარია, დრო არ გაფლანგოთ, იყავით აქტიურები, რათა ცხოვრების უკეთესად მოწყობა დროულად შეძლოთ. გაბედეთ, იყოთ თავისუფალი, ნუ გააკონტროლებთ ყველაფერს.
ფინანსური კეთილდღეობის პერიოდი დგება. თუ ფულზე ფიქრს დიდ დროს დაუთმობთ, თავად გახდებით ფინანსური მმართველები. თებერვლის პირველ კვირაში ბიზნესის წამოიწყება წარმატების საწინდარი გახდება. კონსულტაცია გაიარეთ კომპეტენტურ ადამიანებთან. პარტნიორი უყურადღებოდ არ დატოვოთ. შესაძლოა ურთიერთობის
იუბილე გიახლოვდებათ და თარიღი არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ საჩუქრებს არ შეუძლია სიყვარულის გამომჟღავნება, სითბოც გამოხატეთ საყვარელ ადამიანთან.