როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარსკვლავებს შეუძლიათ გვაუწყონ მნიშვნელოვანი თარიღები. იმასაც კი გვიზიარებენ, რა ასაკში გავხდებით წარმატებულები, როდის დავქორწინდებით ან თავდაყირა ამოვაბრუნებთ საკუთარ ცხოვრებას.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა უმეტესობა უფრო წარმატებულია, ვიდრე წარუმატებელი. თქვენი ძალა და მიზანდასახულობა განსაკუთრებით გამოავლინეთ 19, 21, 30, 35 და 40 წლებში. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ 35 წლის შემდეგ პერიოდს, რადგან ზუსტად მაშინ არის შესაძლებლობა, გარემოებები საკუთარი კეთილდღეობისკენ მომართოთ.
კურო
25 წლამდე თქვენი ცხოვრება უმეტესად რუტინულია. ამ თარიღის შემდეგ კი თქვენი დამოუკიდებელი ხასიათი უნდა დაიხმაროთ წარმატების გასაღების პოვნაში. თამამად შეეგებეთ სიახლეებს და რადიკალურ ცვლილებებზე დაიწყეთ ფიქრი. 25 წლიდან თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წარიმართება. 26, 28, 30, 33, 39, 59 - ეს ის წლებია, როცა ყველაზე მეტად იგრძნობთ პოზიტივს.
ტყუპები
ტყუპი ყოველთვის ცდილობს, ნეგატიურ მხარეს თავი აარიდოს და დატკბეს დღევანდელობით. მათ საოცარი უნარი, გახდნენ აუცილებელნი ნებისმიერ გარემოცვაში, შემდეგ წლებში უნდა გამოავლინონ: 19, 22, 23, 24, 28, 30. ყურადღება მიაქციეთ ამ წლებს და განახორციელეთ პროგრესული იდეები წარმატებული ცხოვრებისთვის.
კირჩხიბი
მშვიდი და გაწონასწორებული კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლებია: 20, 22, 25, 28, 30. ამ წლებში კირჩიხიბი იძენს ცოდნასა და გამოცდილებას. ამიტომ საჭიროა გამოავლინოთ თქვენი შრომისმოყვარეობა, რომელიც შემდგომ პერიოდში წარმატებით განხორციელდება, თუ არ დაიზარებთ.
ლომი
ლომები საუკეთესოდ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს. მათი დიდი ნაწილი ფინანსურ დამოუკიდებლობას 21-დან 28 ასაკამდე ახერხებს. ეს საუკეთესო პერიოდია ცხოვრების შესაცვლელად. თუ დროის ამ მონაკვეთში წარმატების მიღწევას შეძლებთ, თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი იქნება.
ქალწული
ქალწულები ძირითადად კარიერაზე არიან ორიენტირებულნი. შესაბამისად, პროფესიასთან დაკავშირებული საბედისწერო შემთხვევების სიმრავლეც მეტია 19, 21, 24, 27, 32 წლებში. ეს ის წლებია, როცა თქვენი მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ, რომ შემდეგში ნებისმიერი საქმის მარტივად მოგვარება შეძლოთ.
გაგრძელება