მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

 მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი – მეტად სასიკეთო კვირაა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. მთავარია, გააქტიურდეთ, გამოავლინოთ გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა, ინიციატივა და ორგანიზატორული ნიჭი, რაც ნებისმიერი სირთულის დაძლევასა და ლიდერის პოზიციის მოპოვებაში დაგეხმარებათ, მით უფრო, რომ სრულად გაამართლებს რისკი და თავისუფლად დაჯაბნით კონკურენტებს. კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაფართოებლად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს ილუზიებს, მოჭარბებულ ამბიციებს აყოლა. ობიექტურად შეაფასეთ
საკუთარი შესაძლებლობები და იმოქმედეთ გააზრებულად.



კურო – მეტ-ნაკლებად რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, ზედმეტი გადატვირთვა კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რათა არ აჰყვეთ გარშემო მყოფთა, მათ შორის, ახლობელთა პროვოკაციას, რომელთა უკმეხობა სერიოზულად შეარყევს თქვენს თვითრწმენას. ენდეთ ინტუიციას და მდიდარ გამოცდილებას, მით უფრო, რომ ძალიან კარგი პერიოდია კარიერული ზრდისა და პროფესიული წარმატების მისაღწევად, კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


ტყუპი – მეტად წარმატებულ კვირაში შეძლებთ გააქტიურებას. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. იმედით შეხედავთ მომავალს და თამამად დასახავთ მასშტაბურ გეგმებს. არ გაგიჭირდებათ პერსპექტიულ პროექტებში ჩაბმა, იდეების განხორციელება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გავლენიანი პარტნიორების დახმარებით მოპოვებული ავტორიტეტი კი, ახალი და სარფიანი საქმის წამოწყებაში დაგეხმარებათ.


კირჩხიბი – სწრაფად ცვალებად, თუმცა ნაკლებად სასიკეთო კვირაში, საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი. არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. იმოქმედეთ ფრთხილად, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზაცია და მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებზე მორგება. არაა გამორიცხული, მოგიწიოთ ახალი საქმის დაწყება ან სამსახურის მოძიება, სადაც პარტნიორთა ზეწოლის ფონზე, მხოლოდ თქვენს ინტუიციასა და გონებაგამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული მომავალი წარმატება.


ლომი – დინამიკურ, მეტად წარმატებულ კვირაში თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ და სრულად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა მოგიწევთ კოლეგათა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, რადგან სიჯიუტე და მათი სურვილების უგულებელყოფა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. გამოიყენეთ საქმიანი კონტაქტები, ენდეთ ინტუიციას და შეეცადეთ, სწორედ ახლა განახორციელოთ ძველი გეგმები, რადგან იდეალური დროა პროფესიული განვითარებისთვის, ბიზნესის გასაფართოებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

წაიკითხეთ ვრცლად astrologi.ge-ზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93