მერწყული არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთერთმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 იანვრიდან 18 (ან 19) თებერვლამდე.
მერწყულის ზოდიაქო განსხვავდება მერწყულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 თებერვლიდან 11 მარტამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის მმართველია ურანი. თანამმართველია სატურნი. მერწყულის ზოდიაქოში "ეგზალტირებულია" ნეპტუნი, "დაცემულია" პლუტონი, "გამოძევებულია" მზე. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მერწყულის ძირითადი მინერალია იაგუნდი.
როგორი იქნება 2019 წელი მერწყულებისთვის?
♒ დროა, თქვენი ოცნებების რეალიზაცია დაიწყოთ!
♒ რა არის მერწყულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - მეგობრები, პირადი ცხოვრება, იდეალიზმი და საყვარელი ადამიანი. ამ წელიწადში ყველაფრის გაკონტროლება რომ გაგიჭირდებათ, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ!
♒ მოგიწევთ პირადი ცხოვრებიდან ადამიანების წაშლა, რომლებსაც დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ აფასებდით! საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ისინი თქვენთვის არცთუ ისე კარგები არიან.
♒ ყველა მერწყულის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომლის გამოც ის ყველაფერს გააკეთებს. წელსაც ყურადღების ცენტრში მერწყულის რჩეული იქნება.
♒ თითოეულ ნაბიჯს კარგად დააკვირდით! წელს მთლად იუპიტერის მფარველობის ქვეშ ვერ იქნებით, ამიტომ უყურადღებოდ და დაუფიქრებლად ნაბიჯი არ გადადგათ! გააგრძელეთ კითხვა