ცხოვრებას უყვარს ხოლმე, როცა მოულოდნელ სიურპრიზებს გვიწყობს. ეს სიურპრიზები კი ყოველთვის სასიამოვნო არ არის. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც ქარიშხალი დაატყდებათ თავს.
ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მედგრად უნდა დაუხვდნენ ქარიშხალს, რომელიც 19 თებერვალს მათ ცხოვრებაში შეიჭრება. მართალია (მეტაფორულად), ის ღრუბლებს გაფანტავს და ჰაერსაც გაასუფთავებს, მაგრამ ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო პროცესი. პარტნიორი წარსულში ჩადენილი შეცდომებისთვის მოგთხოვთ პასუხს, თქვენ კი მის აწმყოში აღმოაჩენთ უსიამოვნო ფაქტებს. შესაძლოა, ჩხუბისას ერთმანეთი არ დაინდოთ და ისეთი სიტყვებით ,,შეამკოთ", რომლებსაც მომავალში აუცილებლად ინანებთ. მოუხმეთ შინაგან ძალას და თავის გაკონტროლება სცადეთ. ნუ იყვირებთ, ნუ იტირებთ, პრობლემების მოგვარებაზე იყავით ორიენტირებული.
თევზი
19 თებერვალს მოგაკლდებათ საყვარელი ადამიანის ყურადღება, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. გეწყინებათ ისიც, რომ ვერც კი მიხვდება, რის გამო გახდით მდუმარე ან სიტყვაძუნწი. თუ დროულად არ ამოიცნობს თქვენს გულისნადებს, საყვედური აუცილებლად წამოგცდებათ. სწორედ ეს შენიშვნა გამოიწვევს ქარიშხალს. გახსოვდეთ, თუ ციკლონი დატრიალდება, მას მსხვერპლი აუცილებლად მოჰყვება. მკაცრად გააკონტროლეთ საკუთარი ტონი. ნუ გამოიყენებთ ცინიზმს პარტნიორთან შესაბრძოლებლად.
წაიკითხეთ სრულად astrologi.ge-ზე