კვირის ჰოროსკოპი (18-24 თებერვალი): რას გიმზადებენ ვარსკვლავები?

კვირის ჰოროსკოპი (18-24 თებერვალი): რას გიმზადებენ ვარსკვლავები?
გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

თევზები


ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, გადაიხარეთ სპირიტიზმისკენ, ჩაუღრმავდით შინაგან სამყაროს, დაიწყეთ იმ კითხვებზე პასუხების ძიება, რომლებიც დიდი ხანია არ გასვენებთ. არსებობს სკანდალების საშიშროება. კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს მორალსა და პრინციპებს დაუპირისპირდებიან. შესაძლოა, ჩაგითრიონ საქმეში, რომელიც თქვენს ყველაზე დაფარულ, ცოტა სამარცხვინო საიდუმლოდ იქცევა. გაგანდობენ ინფორმაციას, რომლის ცოდნაც მომავალში საფრთხეს შეგიქმნით. ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, კარგი პერიოდია გეგმების შესადგენად, ძველი საქმეების დასასრულებლად. თუ რაიმეზე მსჯელობა მოგიწევთ ან გადაწყვეტილების
მიღება დაგჭირდებათ, დეტალებზე ორიენტირდით. სწორედ მათში იპოვით სწორ პასუხს, მიმართულებას.

მერწყული


ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, თქვენს მეორე ნახევარს განსაკუთრებით დასჭირდება თქვენი დახმარება და, თუ არ იმარჯვებთ, შესაძლოა, პარტნიორი დაკარგოთ. ის ძალიან დაიღალა თქვენი ფუჭი დაპირებებით, ტყუილებითა და საყოფაცხოვრებო საკითხებთან მარტო გამკლავებით. ზოგიერთ მერწყულს თანამშრომლებს შორის თაყვანისმცემელი გამოუჩნდება, რომელიც მარტივად არ დათმობს პოზიციებს. ნუ ხარჯავთ ფულს უმისამართოდ, შეამცირეთ გართობისთვის განკუთვნილი თანხა და შეაგროვეთ. ამ ნიშნით დაბადებულებმა რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნონ ვალი ან ბანკში თანხა შეიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალი იქნება. ხუთშაბათიდან კვირამდე სამსახურში ან ოჯახში წამოჭრით საკითხს, რომელზე საუბარიც სხვებს აშინებთ.


თხის რქა


ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, ელოდეთ სასიყვარულო კონფლიქტებს, რომლებიც ბოლო ძალებსაც გამოგაცლით და თავს საშინლად გაგრძნობინებთ. კარგად დაფიქრდით, პარტნიორი შურისძიებას ხომ არ ცდილობს თქვენზე წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო? კონფლიქტის ძირი შესაძლოა აღმოჩნდეს ღალატი. ამ კვირაში ვიღაც ,,მესამე" თქვენი ურთიერთობის დანგრევას ეცდება. თუ თქვენი პარტნიორისადმი გრძნობები რეალური და მყარია, რა თქმა უნდა, ამ გამოცდას მარტივად ჩააბარებთ. კვირის ბოლომდე მოსალოდნელია, კარიერული მიზნით ან გამდიდრების სურვილით, ახალი რომანის წამოწყება.

მშვილდოსანი


თუ თქვენ ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცთან/ქალთან გაქვთ ურთიერთობა, გრძელვადიანი კავშირისთვის მოემზადეთ. ამ კვირაში ამ პიროვნებასთან განსაკუთრებით დაახლოვდებით, შემდეგ კი გაგიჭირდებათ მისი გაშვება, ყოველთვის ჩაებღაუჭებით. ხოლო, თუ თავად გაექცევით, უკან დაბრუნება გენდომებათ. მაშინ, როცა თავს უფლებას მისცემთ, რიგი საკითხები დასატბილურდეს თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერებას და კმაყოფილებას იგრძნობთ. ხუთშაბათიდან გამყარდება თქვენი მენტალური ძალა, შეძლებთ სადავეები ხელში აიღოთ და მართოთ ადამიანები, განკარგოთ სიტუაციები, ქონება. ამ კვირაში გაცნობილ პიროვნებასთან ჩამოგიყალიბდებათ ღრმა მეგობრობა, რომლის საფუძველიც ნდობა და ერთგულება იქნება.


მორიელი


ორშაბათიდან ხუთშაბათამდე მოერიდებით ხალხთან ხშირ კავშირს. სამაგიეროდ, მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლილებებს დაუდებს სათავეს. უფროსმა ადამიანმა შესაძლოა მოგცეთ სარფიანი ან გონივრული რჩევა. გამოიყენეთ მისი სიბრძნე, მაშინაც კი, თუ ბევრ კითხვის ნიშანს გაგიჩენთ გონებაში. ამ კვირაში შეხვდებით მაღალჩინოსანს, გამოჩენილ პოლიტიკოსს ან საჯარო ფიგურას. ხუთშაბათიდან თქვენი მთავარი პრიორიტეტი სიყვარული გახდება. ზოგიერთი მორიელი დაშორდება ძველ პარტნიორს და გააბამს ახალ რომანს, რაც ტრაგედიით დასრულდება. დრამატულად შეიცვლება თქვენი მთელი ცხოვრება, ამიტომ ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმას. 

სრულად წაიკითხეთ  astrologi.ge-ზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93