ქალწული არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეექვსე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 აგვისტოდან 22 (ან 23) სექტემბრამდე.
ქალწულის ზოდიაქო განსხვავდება ქალწულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის მმართველია მერკური. ქალწულის ზოდიაქოში "ეგზალტირებულია" მერკური, "დაცემულია" ვენერა, "გამოძევებულია" ნეპტუნი და იუპიტერი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის ძირითადი მინერალია სარდიონი.
როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის?
♍ დიდი ალბათობაა იმისა, რომ 2019 წელს რაიმე ქონების პატრონი გახდეთ!
♍ სავსებით შესაძლებელია, რომ წელს დაოჯახდეთ...
♍ იუპიტერი დაგეხმარებათ ამ წელს, რომ შექმნათ შესანიშნავი ოჯახური იდილია. კარგ ურთიერთობას ჩამოაყალიბებთ ოჯახის თითოეულ წევრთან.
♍ საუკეთესო პერიოდი გექნებათ თებერვალში, მარტში, აპრილში, ოქტომბერსა და ნოემბერში.