მშვილდოსანი ამ კვირაში შეხვდებით პიროვნებას, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. ეს ადამიანი დაბადებულია სასწორის, მერწყულის ან ტყუპის ნიშნით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ძველი მეგობრების დახმარებით გაიფართოებთ სანაცნობო წრეს ან საქმიანი კონტაქტების სიას.
აღმოჩნდებით დილემის წინაშე, საიდანაც დაგიხსნით თხის რქა, კურო ან ქალწული მამაკაცი. ქალი მშვილდოსნებისთვის ეს პერიოდი შემოსავლიანი და ფინანსურად მომგებიანი იქნება. ზოგიერთი მშვილდოსანი მომავალ კვირაში მანქანის შეძენას გადაწყვეტს.
თხის რქა
თუ სანაცნობოში გეგულებათ 35 წლის მამაკაცი, სწორედ ის დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას აპირებთ, ან ქორწილის გადახდას. შესაძლოა მან დაგპატიჟოთ წვეულებაზე. ნუ იჩქარებთ დათანხმებას და არც უარი მიახალოთ, წინადადება მეუღლესთან/შეყვარებულთან ერთად განიხილეთ. 25თებერვლიდან 3 მარტამდე შეიძენთ ან გაყიდით ნივთს, რომელიც თქვენს ინტერესებში საერთოდ არ შედის. ამ კვირაში ქალი მოგცემთ ფულს ან ქალის ხელით გადმოგეცემათ თანხა, რომელიც ცხოვრებას შეგიმსუბუქებთ და ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. ზოგიერთი თხის რქა სამაგალითო მამასავით/დედასავით მოიქცევა, შვილზე იზრუნებს და მასთან დიდ დროს გაატარებს.
ლომი
25 თებერვალი - 3 მარტის ფარგლებში სანერვიული არ დაგელევათ, მაგრამ თქვენმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ყველაფერი გაამარტივოს. დიდი ალბათობით დაგჭირდეთ დერმატოლოგთან, კოსმეტოლოგთან ან სტომატოლოგთან ვიზიტი, ამიტომ გადადეთ ან წინასწარვე მოიძიეთ თანხა. კარგი პერიოდია კომუნიკაციისთვის, მზად ხართ მოუსმინოთ სხვებს (რაც, ჩვეულებრივ, საკმაოდ გიჭირთ) და ასევე ნათლად ჩამოაყალიბოთ საკუთარი მოსაზრება, რომელიც პოზტიურ ცვლილებებს უნდა დაედოს საფუძვლად. ზოგიერთი ლომი განქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელიც თავისუფალ ურთიერთობაშია, შეყვარებულის სტატუსს მოინდომებს. ამ პერიოდში უნდა დაძლიოთ ეგოიზმი, რომელიც ხშირად გაბრმავებთ.
კირჩხიბი
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ მამაკაცს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ სახლში არ ცხოვრობთ, ეს შეიძლება იყოს მამა, ძმა, შეყვარებული. შესაძლოა მოგიწიოთ სხვა ქალაქში/სოფელში წასვლა ან უფრო მეტიც, საზღვარგარეთ გამგზავრება. ამ კვირაში ქალი, რომელიც სხვა ქალაქში/ქვეყანაში ცხოვრობს, იმედს გაგიცრუებთ. ეს არის ადამიანი, რომელიც სულ მალე ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გეგმავს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც საერთო ინტერესბის საფუძველზე აღმოცენდება. ამ პერიოდში გელოდებათ საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალი ან გამოცდილება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი პარტნიორი კურო ან ქალწულია.
თევზები
გაიხსენეთ ყველა "სიყვარულის გაკვეთილი", რომელიც ცხოვრებას თქვენთვის ჩაუტარებია. ეს ცოდნა განსაკუთრებულად დაგჭირდებათ 25 თებერვლისა და 3 მარტის შუალედში. აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელიც ძალიან ნაცნობი იქნება თქვეთვის, რადგან ერთხელ უკვე იდექით იმავე დილემის წინაშე. თუ თქვენი პარტნიორი თხის რქა, ქალწული ან მერწყულია, მოსალოდნელია ურთიერთობის დაძაბვა და ეჭვიანობა. თქვენი ეჭვები სულაც არ იქნება უსაფუძვლო. თუ საიდანმე შემოსავალს ელოდებით, იმედი გაგიცრუვდებათ, თანხას არ დაგირიცხავენ. 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ზომიერად ხარჯეთ ფული.
გაგრძელება