ვერძი - თქვენ ცხოვრებას ნეგატივით ინგრევთ და საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევთ, რომ მასში ჩაეფლოთ.
თქვენი ფეთქებადი ხასიათი და ჯიუტი ბუნება უამრავ პრობლემას გიქმნით. ხანდახან ნეგატიურ სამყაროში ცხოვრობთ და სხვებს მის ნაწილად ყოფნის სურვილი არა აქვთ. ნუ მისცემთ გარემოებას თქვენზე ნეგატიური ზემოქმედების უფლებას. ისწავლეთ მრისხანების შეტევის კონტროლი და ყველა წვრილმანზე ნუ იდარდებთ.
"ყველაფრის კონტროლირების" ჩვევას თქვენი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. ყველას და ყველაფრის კონტროლის შინაგანი მოთხოვნილება ბედნიერი ცხოვრების უფლებას არ გაძლევთ.
შეეგუეთ იმ აზრს, რომ ცხოვრებაში დაუგეგმავი სიტუაციებიც არსებობს და ყველაფრის კონტროლი საჭირო არ არის. "სადავეებს" თუ მოუშვებთ და ცხოვრებას თვითდინებაზე მიუშვებთ, ბევრად უკეთესად იცხოვრებთ.
ამ ნიშნით დაბადებულები ისე ანადგურებენ საკუთარ ცხოვრებას, რომ თავად კომფორტის ზონაში რჩებიან. თქვენთვის მისაღებია ცხოვრების ის წესი, რომლითაც ცხოვრობთ, ანუ ცხოვრებას კი არ იწყობთ, მას ეწყობით. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ცვლილებების გეშინიათ. თანხმდებით კარიერას, რომელიც არ გაბედნიერებთ, ქმნით ოჯახს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ასეა საჭირო. იმაზე დაფიქრებულხართ, თქვენ რა გინდათ? იქნებ დრო მოვიდა, რომ "ნიჩბები აიღოთ და დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ?"
არ უნდა იფიქროთ, რომ პატარ-პატარა ცვლილებები ცუდია, ხოლო მონოტონური ერთფეროვნება – კარგი. განვითარება და წინსვლა მხოლოდ ცვლილებებით არის შესაძლებელი.
უბრალოდ გააცნობიერეთ, რომ ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის. თქვენი სათნოება სამაგალითოა, მაგრამ ძალიან ღრმად შესვლაც არ არის საჭირო. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი გამოყენების უფლებას.
სინამდვილეში, ეს ასე არ არის. საკუთარი ემოციების დამალვის და სხვებთან შეზღუდული ურთიერთობის სურვილი საზოგადოებისგან იზოლაციას იწვევს. კარგია, რომ შეგიძლიათ ემოციური მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ არც ნამდვილი გრძნობები უნდა დაივიწყოთ. და კიდევ, გახსოვდეთ, რომ გრძნობების დემონსტრირება – სისუსტე კი არა, თვითგამოხატვაა.
უნდა გაიგოთ: უამრავი ფაქტორის გამო თქვენ არ შეიძლება იყოთ საკუთარი წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიზეზი. დაასრულეთ საკუთარი თავის გაკიცხვა და კრიტიკა ამის გამო.