კატა (კურდღელი)
მოსალოდნელია სამსახურის, ინტერესების ან პარტნიორის შეცვლა. ნუ შეგაშინებთ ცხოვრებისეული გამოწვევები.
გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნათელი მომავლის. ყურადღებით იყავით ელექტროგაყვანილობასთან. ელოდეთ მნიშვნელოვან ზარს ან შეტყობინებას.
ძაღლი
დღეს აქტიურ მოქმედებაზე მნიშვნელოვანი გეგმების შედგენაა. იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ, კარგად უნდა ერკვეოდეთ საკუთარ სურვილებში. ნუ ადანაშაულებთ თქვენს პრობლემებში სხვებს. მეგობარი ან ოჯახის წევრი დახმარების ხელს გამოგიწვდით.
ხარი
დაუნდობელი ხართ საკუთარი თავის მიმართ. ამიტომ ავადმყოფობა ან გადაღლილობა წამოგეწევათ. დროა, ცუდ ჩვევებს დაემშვიდობოთ. გადააგდეთ სიგარეტი, უარი თქვით ალკოჰოლსა და გამაბრუებელ საშუალებებზე. დაისახეთ მიზნები, გადააფასეთ პრიორიტეტები. კარგი იქნება, თუ ბუნებას შეეკედლებით. სუფთა ჰაერზე სეირნობა სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
ვირთხა
კოლეგებთან სიახლოვე გმართებთ, ეს თქვენდამი კეთილგანწყობას გაზრდის. ჭორები მოგივათ, მაგრამ არ დაიჯეროთ და ადამიანს, რომელმაც ენა მოგიტანათ, თქვენი დღის გაფუჭების უფლება არ მისცეთ. თანხა გონივრულად ხარჯეთ და გამოიზოგეთ. ნერვებს ნუ აუშლით პარტნიორს.
ცხვარი
თქვენ და თქვენს ძველ მეგობარს ურთიერთობის აღდგენის საშუალება მოგეცემათ. მოგიწევთ სახლის საქმეებს გაუმკლავდეთ. დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით ოჯახის წევრებს დახმარება სთხოვეთ. შესაძლოა, დღეს მიიღოთ საკმაოდ ბრძნული რჩევა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
გველი
დღეს გონება გაგეხსნებათ და კრეატიული იდეების გენერატორად იქცევით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, ჩამოწერეთ იდეები. კარგი დღეა პოლიტიკოსებისა და განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის. თუ ახალ პროექტზე აპირებთ მუშაობას ან რაიმეს დაწერა გსურთ, აუცილებლად 28 თებერვალს უნდა დაიწყოთ. ზოგიერთი დაგეგმავს რომანტიკულ ვახშამს.