მარტი მოგვიახლოვდა და საინტერესოა, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები. ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს თვე წარმატებული? გაეცანით სრულ ასტროლოგიურ პროგნოზს.
ვერძი
კარიერული თვალსაზრისით, მარტი წარმატების მომტანი იქნება. ვერძები, რომელთა ნაწილი უკმაყოფილოა ამჟამინდელი საქმიანობით, სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს. ეს შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. ხშირად გაგიჩნდებათ ფარ-ხმლის დაყრის სურვილი, თუმცა გახსოვდეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახალი საქმიანობის წამოწყებამდე გაუფრთხილდით ჯიბეს, ერიდეთ თანხის დაბანდებას. თუ არ დანებდებით, აუცილებლად იპოვით ისეთ ადგილს, სადაც თქვენი შრომა დაფასდება.
კურო
სტაბილურობის მოყვარული კურო მარტის შუა რიცხვებიდან ხშირად აღმოჩნდება ახალ გარემოში, სადაც შესაძლებლობების გამოვლენა მართებს. ნუ დაიმორცხვებთ, იყავით გაბედული და მკაფიოდ დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება. უახლოეს მეგობართან კონფლიქტი გელით. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება კუროზე. თავს მოერიეთ და კონცენტრირდით საქმეზე. ხელიდან არ გაუშვათ ბედისწერისგან მიღებული შანსი.
ტყუპი
უეცრად ძალიან საჭირო აღმოჩნდება თქვენი მოსაზრებები. გელით მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა სამსახურიც შემოგთავაზოთ. გამოავლინეთ კომუნიკაციის უნარი. თუ მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ, თქვენი ცხოვრება მატერიალურად საგრძნობლად გაუმჯობესდება. იმ ტყუპს, რომელიც მარტში შვებულების მოწყობას გეგმავს, ვურჩევთ, ეს დრო ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გაატაროს.
კირჩხიბი
მარტში კირჩხიბის ძალაუფლება გაიზრდება და სიტუაციების მართვას შეძლებს. ამ მომენტს დიდხანს ელოდა და ძლივს თოკავდა ფარულ ამბიციას. ერთდროულად უამრავი იდეა დაგიპყრობთ, რომელთა განსახორციელებლად რამდენიმე საიმედო პარტნიორის დახმარება დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, წარმატების მისაღწევად საჭიროა გუნდური მუშაობა. მოუცლელობის გამო შესაძლოა ახლობლებმა "დაგტუქსონ". მართალია, შენიშვნების მოსმენა არ გსიამოვნებთ, მაგრამ ნუ გააპროტესტებთ.
ლომი
შრომისმოყვარე ლომების ცხოვრებაში ნანატრი პერიოდი დგება, სამსახურში დააწინაურებენ და ისეთ წარმატებას მიაღწევენ, რაზეც არასდროს უოცნებიათ. ლომების ნაწილი კომპანიის ხელმძღვანელი გახდება. ახალ გარემოში შესაძლოა ცხოვრების მეგზურიც იპოვოთ და სამსახურებივი რომანიც განვითარდეს. იმ ლომებს კი, რომელთაც პარტნიორი დიდი ხნის არჩეული ჰყავთ, განსაკუთრებული ყურადღებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივრებენ.
ქალწული
ქალწულები ხშირად აღმოჩნდებიან დილემის წინაშე, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. ზოგიერთი მათგანი სახლიდან წასვლასაც გადაწყვეტს. იყავით მომთმენი და ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს აუღელვებლად შეხვდეთ. ნერვიულობამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. იმისთვის, რომ უთანხმოება აირიდოთ, ერთადერთი გამოსავალი შვებულების აღებაა. გაემგზავრეთ დასასვენებლად. რაც უფრო შორს წახვალთ, მით უკეთესი.
სასწორი
მარტში მერყევი აღარ იქნებით, უჩვეულო შინაგან თავისუფლებას და ბალანსს იგრძნობთ. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ, თუ რეჟიმში ჩადგებით. თვითრეალიზების უამრავი შანსი მოგეცემათ. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით, აუღელვებლად შეაფასეთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, მარტოხელა სასწორებს სერიოზული სასიყვარულო რომანი ელით. კარგი იქნება, თუ თქვენს რჩეულს ოჯახის წევრებს გააცნობთ, ამით ხელს შეუწყობთ ურთიერთობის გაღრმავებას.
წაიკითხეთ ვრცლად