ტიბეტური ასტროლოგია დაფუძნებულია ლამაიზმზე, რომელიც, თავის მხრივ, ბუდიზმის ნაწილია. ტიბეტელ ასტროლოგებს სწამთ, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია მის წარსულ გამოცდილებაზე, ანუ წინა ცხოვრებაზე და მასში ჩადენილ ცოდვებსა თუ სწორ ნაბიჯებზე. ტიბეტურ ასტროლოგიაში, სხვა ქვეყნების ასტროლოგიის მსგავსად, 12 ნიშანია. თქვენი დაბადების წელი (და არა თვე) განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ნიშანს მიეკუთვნებით. ნიშნები გამოხატულია არა მარტო სულიერი არსებებით, არამედ სტიქიითა და უსულო საგნებით.
კობრა
თუ თქვენ 1893, 1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025 წლებში დაიბადეთ კობრა ხართ. თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება მაცდურობაა. რთულად გეუბნებიან უარს, აფრქვევთ ქარიზმას და ჭკუას აკარგვინებთ ადამიანებს. სამყარომ მაგნიტური მიზიდულობით დაგაჯილდოვათ... მაგრამ მთავარია, რას იზიდავთ! თქვენ უხილავი ბადე გიცავთ, რომელიც თქვენკენ მომართულ უარყოფით ენერგიას არ ატარებს და მხოლოდ წარმატებას, სიყვარულს, ბედნიერებას უშვებს.
ცეცხლის მცველი
თუ თქვენ დაიბადეთ 1894, 1906, 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026 წლებში, ცეცხლის მცველი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულების მისია ადამიანების დახმარებაა, რასაც ბრწყინვალედ ართმევენ თავს. ის ვერასდროს იქნება მშვიდად და ვერც ბენდიერებას იგრძნობს სრულად, თუ ეცოდინება რომ ახლოს ვიღაცას სცივა ან შია. კარგი ფსიქოლოგები არიან და შეუძლიათ გარშემომყოფებს ტრავმა გადაატანინონ.
წყლის კრისტალური სათავე
1895, 1907, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027 წლებში დაიბადეთ? მაშინ წყლის კრისტალური სათავე ხართ. ეს ადამიანები მიდრეკილები არიან ნათელი საწყისისკენ. უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ფიქრი. სხვებშიც მუდამ კარგს ხედავენ, ცუდის ნაცვლად, რის გამოც ხშირად გულნატკენები რჩებიან. ამ ადამიანების ყველაზე დიდი პლუსი მათი ერთგულებაა, განსაკუთრებით, პირად ურთიერთობაში. თუ თქვენი პარტნიორი წყლის კრისტალური სათავეა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, შეწყვიტოთ მისი კონტროლი და შემოწმება.
ნეფრიტის ობელისკი
1896, 1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028 წლებში დაბადებული ადამიანი ნეფრიტის ობელისკია. მისი გაგება ყველას უჭირს. იდუმალებით მოცულია, ხშირად აქვს ბნელი საიდუმლოებები, რომელთა გამოაშკარავებაც მის ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის. ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს. შესაძლოა ამპარტავანიც იყოს, მაგრამ თავის ნარცისიზმს სხვას არასდროს მოახვევს.
მეტალის გონგი
1897, 1909, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029 წლებში მოვლენილი ადამიანი მეტალის გონგია, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად საკუთარ თავს ეპაექრებით. ამ ნიშნით იბადებიან ძალიან ღრმა პიროვნებები, რომლებსაც ვერ დააინტერესებთ ზედაპირული დიალოგებით.
ყველა კითხვაზე გააზრებული, ლამის ფილოსოფიური პასუხი აქვს. მეტალის გონგი ჩათვლის, რომ მიზანს ვერ მიაღწია, თუ სიკვდილამდე სრულიად არ შეიცნობს თავს.